მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებში მეკარე გიორგი მამარდაშვილის დებიუტი უიღბლო გამოდგა და "მარკამ" მწარე უწოდა, დიდი ალბათობით, ეს კლუბში მასზე გავლენას არ მოახდენს. 12 სექტემბერს "ვალენსია" ლა ლიგის მეოთხე ტურში პამპლონაში "ოსასუნას" დაუპირისპირდება და sportskeeda-ს ვარაუდით, მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება.
efe-ს ცნობით, "ვალენსიაში" ნაკრებების ფეხბურთელები დაბრუნდნენ, ხოსე გაია ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, კარლოს სოლერსა და მამარდაშვილს კი ეროვნულ გუნდში დებიუტი მიულოცეს და ვარჯიშზე დერეფანში მოუწევთ გავლა.
Plazadeportiva იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა ანილ მურტიმ და საფეხბურთო დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გიორგის კონტრაქტის გამოსყიდვა
საბოლოოდ გადაწყვიტეს. თანხა ორ ტრანშად დაიფარება: 1-ელ იანვრამდე და 1-ელ ივლისამდე. ეს სიამოვნება "ღამურებს" საერთო ჯამში 850 ათასი ევრო დაუჯდებათ. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ტრანსფერში მილიონის გადახდა მოუწევდათ. მომავალი ზაფხულიდან ქართველი "ვალენსიას" სრულფასოვანი წევრი გახდება და ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ.
Plazadeportiva იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა ანილ მურტიმ და საფეხბურთო დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გიორგის კონტრაქტის გამოსყიდვა