მამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

AutoSharing Option
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნას“ 4:1 სძლია.

მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, ჯერ მსაჯმა დანიშნული პენალტი გააუქმა, შემდეგ კი მონკაიოლამ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლში ქართველს ბრალი არ მიუძღვის, as-ი და „მუნდო დეპორტივო“ აღნიშნავენ, რომ ბურთის მოგერიება შეუძლებელი იყო. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და მაქსი გომესმა სოლერის გადაცემულ ბურთს ერერას კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ კიკე გარსიას დარტყმული ბურთი მოიგერია და
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გედეშმა დუბლი შეასრულა და „ვალენსია“ 3:1 დაწინაურდა. 63-ე წუთზე ბრაშანაცმა მამარდაშვილს მიერ ხელებში დაფიქსირებული ბურთი "წაართვა" და გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი სამართლიანად არ ჩათვალა. 74-ე წუთზე ალდერეტემ თავურით სადებიუტო გოლი გაიტანა, 1:4 და ყველაფერი დასრულდა.

მამარდაშვილმა პრიმერაზე ოთხივე სასტარტო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ორი გოლი გაუშვა, ხოლო „ვალენსია“ 10 ქულით ლიდერია და 19 სექტემბერს „რეალს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“
ოსასუნა - ვალენსია 1:4
გოლები: 1:0 მონკაიოლა (8), მაქსი გომესი (26), 1:2 გედეში (50), 1:3 გედეში (54), 1:4 ალდერეტე (74)

მკითხველის კომენტარები / 28 /
მაგარი ბიჭია და დიდი მეკარეც დადგება, ოდნავ სითამამე და მსოფლიოს კლასია
....
12 სექტემბერი 2021 22:20
5
ეს სეზონი თუ ძირითადში ჩაამთავრა მომავალ წელს ათჯერ უკეთესი გახდება გამოცდილება რომ შეემატება . ცოტა დაძაბულობა ეტყობა მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მომენტია რადგან ამხელა ნახტომი გააკეთა ასე პატარა ასაკში
ტოტტი
12 სექტემბერი 2021 20:35
2
წარმატებები გიორგი!
რატი
12 სექტემბერი 2021 21:27
1
ნაკრებში თამაშმა ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა გიორგიზე, დაძაბული ჩანდა. უნდა შეეჩვიოს, მეკარისთვის მდგრადი ფსიქიკა ისეთივე აუცილებელია, როგორც მაღალი პროფესიული მომზადება.წარმატებები გიოს!
მერაბი
13 სექტემბერი 2021 09:20
1
ნაკრებში დებიუტი ჰქონდა,ლა ლიგაშიც ჯერ ისევ დამწყების რანგშია და დაძაბულობაც ბუნებრივია.ამ დროს ყოველ შეცდომას,კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს და ეს აშკარად ეტყობა,თამაშის დროს.რაც მალე დასძლევს,მით უკეთესი.აშკარაა,რომ სასწავლიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს.თუმცა თვითონაც მუყაითი მოსწავლეა და მასწავლებელიც შესანიშნავი ჰყავს.თუ უხეში და საბედისწერო შედეგიანი შეცდომების გარეშე გაიარა ადაპტაციის პერიოდი,მერე გაცილებით გაუადვილდება.იკერ კასილიასი და რინატ დასაევი,19 წლისანი ჩადგნენ ჯერ კლუბების,შემდეგ კი,იმავე წელს ნაკრების კარში და ძალიან დიდხანს,წარმატებითაც იცავდნენ მის ღირსებასთუ კარგად დაიწყებ,მერე იოლდება.ნაკრებში ეს არ გამოუვიდა,მაგრამ არც ეს არის ტრაგედია.მთავარია სწორი დასკვნები და ფსიქოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.ასე რომ წარმატებები გიორგის.
სოსო
13 სექტემბერი 2021 16:39
0
წარმატებებს გისურვებ!
მჯერა, რომ შენ ჩვენი დონნარუმმა იქნები შემდეგი 15 წელი
ჯიმა
13 სექტემბერი 2021 01:06
3
ასაკით პატარა, მაგრამ საქართველოს რეალობაში ყველაზე დიდი კარის დარაჯი. მახსოვს გვარამაძე, დევაძე, ტოგონიძე, გრიშიკაშვილი, ლომაია, რევიშვილი, ლორია... არაფერს ვამბობ წინა თაობის მეკარეებზე... ესენი უდიდესი მეკარეები არიან და უფალი მათკენ, მაგრამ მამარდაშვილი სხვა დონეა (თუმცა სხვებასაც იოლად შეეძლოთ)... ვალენსიაა... ლალიგაა და აქ დამთავრდა ყველაფერი... მიდი მიაწექი, შენ შეგიძლია იყო საუკეთესო!!!
გოგა
12 სექტემბერი 2021 23:26
3
გვარამაძეს ამ მაგარ ხალხთან ნუ დააყენებ,გვარამაძე თამაშებს ყიდიდს
kako
13 სექტემბერი 2021 00:38
3
ახლა მთავარია რეალთან როგორ ითამაშებს.
ჯუჯი
12 სექტემბერი 2021 23:38
0
გიორგის დაბალ ბურთებზე თამაში ცოტა გასაუმჯობესებელი აქვს. არც არის გასაკვირი 1.99 სიმაღლის მეკარისთვის ეს იყოს სუსტი წერტილი. ფეხით მოგერიება უნდა ისწავლოს ახლოს მინდვრის სიმაღლეზე გასროლილი ბურთების აუცილებლად. ამ ბურთზე და ნაკრებშიც 2 გოლზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ უფრო ძლიერი ბიძგი ჭირდება ნახტომისას - ბოლომდე არ "გაიჭიმა" და სანტიმეტრები დააკლდა. მეკარე არ იყო დამნაშავე არ გამოდგება - სწორედ მასეთი ბურთები უნდა აიღოს 60%-70% რომ ეს შანსი არ გაუშვას და რუსეთში არ მოუწიოს კარიერის გაგრძელება.
???
13 სექტემბერი 2021 12:01
1
ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით რა ხდება იქნებ დაწეროთ, დღეს განაცხადში საერთოდ არ ყოფილა
გია
12 სექტემბერი 2021 21:33
1
არ შეიყვანა და კაი ჩიტიც დაიჭირა, მიამყნეს და ქი აგდია ბოლოში.
fff
12 სექტემბერი 2021 22:06
6
ტურისტი ჩაკვეტაძე დღეს მწვრთნელმა მოხსნა განაცხადიდან ზედმეტი წონის გამო,სადღაც ბარში იქნებოდა რკგორც ყოველთვუს
რუბინი
12 სექტემბერი 2021 22:22
34
საქმე დიდად არ ჰქონია ერთი დაურტყეს და კი გაუშვა . შემდეგ ტურში რეალთან გამოჩნდება რისი მაქნისია თუ დააყენეს .
ბექა
13 სექტემბერი 2021 09:27
35
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული