"საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა" - მამარდაშვილის შეფასებები

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ "ლა ლიგაში" მე-4 მატჩი გამართა, მის გუნდს კი წარმატებული სერია აქვს. 

plazadeportiva წერს:

"ეს მამარდაშვილის საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა - მონკაიოლას გოლის ეპიზოდში მას გუნდის გადარჩენა შეეძლო, თუმცა "ვალენსია" ამის გამო  არ დასჯილა."

ხსენებული გამოცემა მამარდაშვილს გუნდში ყველაზე დაბალი ქულით აფასებს - 4.

sofascore-მა 6,5-ით "ვალენსიას" 2 მოთამაშე - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველი გაბრიელ პაულისტა შეაფასა  - "ღამურების" სხვა ფეხბურთელებს ამაზე მაღალი ქულები აქვთ.

ესპანეთის ჩემპიონატს ახლა "რეალი" და "ვალენსია" 10-10 ქულით ლიდერობენ. უახლოეს ტურში, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები
დაუპირისპირდებიან - მატჩი "მესტალიაზე" 19 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი მადრიდულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე  "ინტერთან" სტუმრობა ელის.

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვა, ჩვეულებრივი მოთამაშეების მიმართ (1 მილიონამდე ფასით) არსად არც გამიგონია და არც მინახავს. 20 წლის ახალგაზრდა მეკარე აიყვანეს იჯარით და ყოველი ტურის შემდეგ მასზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი, ოთხი თამაშიდან ორში უმდაბლესი ქულა დაუწერეს, ლანძღავენ: რატომ გადადგა ფეხი სხვაგან, რატომ ახტა ასე, რატომ არ იჩივლა ჯარიმაზე და ა.შ. რა გინდათ? გუნდი პირველ ადგილზეა და ჩვენ ბიჭს ოთხ თამაშში 2 ბურთი აქვს გაშვებული. თითქმის მუქთად ჰყავთ ნაშოვნი და რა დღეში არიან. ცნობილი გამოთქმაა,რომ ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უშინჯავენო, ესენი კიდევ მრავალმილიონიანი სუპერვარსკვლავის პარამეტრებით აფასებენ და აკრიტიკებენ, ცოდოა ამ აღვირახსნილი,შეუბრალებელი, ფულის მონების ხელში. ყველას თავისი პროტეჟე ყავს და ვერ მოუნელებიათ, რომ ჩვენმა ყმაწვილმა 15 მილიონიანი მეკარე ჩააჩოჩა. დიდ მოთმინებასა და გაძლებას ვუსურვებ გიორგის, ნაკლები ყურადღება მიაქციოს უარყოფით შეფასებებს და კონცენტრაცია ვარჯიშებზე და მწვრთნელების მითითებებზე გააკეთოს.
"ობიექტური შემფასებელი"
20:03 13-09-2021
0
ჭ კლასი არის საქართველოს ეროვნული ლიგა,საიდანაც გადავიდა მამარდაშვილი,ასე რომ ძაან კრიტიკულებიც ნუ იქნებით ქართველები,ამდენი თამაში ლალიგაში ზედიზედ არცერთ ქართველს არ უთამაშია და ნუ გამოხვალთ ხოლმე რომის პაპზე უფრო კათოლიკეები,უგულშემატკივრეთ მაინც
ბექა
23:19 13-09-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული