სლუცკი: კვარაცხელიასა და დესპოტოვიჩის ერთი საათი - მხოლოდ ერთი საათი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" სახლში 4:0 დაამარცხა "ურალი". მასპინძელთა გუნდში კარგად იასპარეზა ტრავმამორჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ, საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს დრეიერს, მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის 62-ე წუთზე შეცვალეს. დრეიერი კი რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი პირველი ფეხბურთელი გახდა.

ნამატჩევს დრეიერმა კომენტარი გააკეთა: "გოლის გატანამდე დავინახე, რომ კვარაცხელიამ განივი პასი გააკეთა და ამ ეპიზოდში კარში დარტყმის ერთადერთი საშუალება ქუსლით თამაში იყო, რათა ბურთი კარში გასულიყო. ეს შესანიშნავი გოლი და გადაცემა იყო".

ყაზანელთა მწვრთნელმა ლეონიდ
სლუცკიმ კვარაცხელიასა და ჯორჯე დესპოტოვიჩის დაბრუნებაზე ისაუბრა: "ორი სწრაფი გოლი გავიტანეთ და გააგებია, რომ ამან თამაშზე იმოქმედა. მქონდა თუ არა მარცხენა ფლანგის გაძლიერების სურვილი? ჩემთვის რომ ეთქვათ, რომელი ფეხბურთელით გამეძლიერებინა, რჩევით სიამოვნებით ვისარგებლებდი. სამოშნიკოვის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ მაქვს (78-ე წუთზე ტრავმა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს). ხვიჩამ და დესპოტმა უკვე ერთი საათი ითამაშეს, ეს მხოლოდ ერთი საათი არ არის. ეს ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე ველოდით".

Sportall.Ge

შეხვედრის შემდეგ გასახდელში გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი აქვს გაკეთებული.

მას მაისური ეცვა, რომელზეც "ჩარკვი" ეწერა - ასე მიაგო კორონავირუსით გარდაცვლილი "ვიტ ჯორჯიას" 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნას პატივი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ დაიწერა იმაზე, რომ ხვიჩასთვის „რუბინში“ დარჩენა ჯობდა და არგუმენტებიც დაიდო. ოღონდ მე ვერცერთმა არგუმენტმა ვერ დამარწმუნა და აი, რატომ: სათამაშო დრო, თუ რამეს წარმოადგენ, უნდა მოიპოვო, სადაც არ უნდა იყო. სლუცკი კარგი მწვრთნელია, მაგრამ კარგი და უკეთესი მწვრთნელებიც სავსეა ევროპაში. მწვრთნელის კეთილგანწყობაც ძლიერ ფეხბურთელს, თუ უხასიათო და არადისციპლინარული არაა, ფიანდაზზე მოუდის. სხვა ფაქტორები კი - მოედნის საშინელი საფარები; გაცილებით დაბალი ტექნიკისა და სათამაშო აზროვნების პარტნიორები, რის გამოც ხშირად უწევს მაგ უხიაგ მოედნის საფარზე უაზრო რბენა და რაც ართულებს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას; კლუბის და ზოგადად რუსული ფეხბურთის და რუსეთის ჩემპიონატის არასათანადო სტილი; კოლექტივი, რომელიც არ იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის და არ აქვს ასპარეზი ევროგამოცდილების მისაღებად; რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი აგენტი, რომლისგანაც თავს ვერ დაიხსნის, ვიდრე „რუბინიდან“ არ წავა... ეს ყველაფერი მის განვითარებას ხელს როგორ უწყობს, ვინმემ განმანათლეთ.
რა გვეშველება?
14 სექტემბერი 2021 16:44
2
სწორად აღნიშნე მაგრამ გამოსავალი? ხვიჩას არ უნდა წასვლა? ჯერჯერობით მოქმედი კონტრაქტი აქვს რუბინთან და ვალდებულია ითამაშოს, ხოლო სატრანსფერო თანხა იმხელა დაადო რუბინმა რომ კოვიდის პირობებში გუნდი არ გამოჩნდა მსურველი, მითუმეტეს ხვიჩა ნიჭიერი მაგრამ ახალბედა მოთამაშეა.
ირაკლი
14 სექტემბერი 2021 20:26
0
Xo martali xar magram sadacaa iqedan magari ro yofiliyo chven rom gvgonia iseti ukve waiyvanden.. Samwuxarod egrea exla ki dro aqvs kidev imis rom statistikac cifrebshi gazardos da ufro meti yuradgeba miibyros.. Evropis gundio ro ambob da trenerio itqva gasagebad interesebi mxolod choris doneze iyo.. Turme jugelma chatova rubinshi sasaciloa(jugelia arc me mjera) xvicham madridshi unda itamashoso, agvivarda jugeltan ertad da umjobesia chvenc qomagebma daveshvat dedamiwaze.. Cnobistvis mec gamixardeba nebismieri normaluri evropuli klubi magram...
Chorna
14 სექტემბერი 2021 17:48
0
ხვიჩა ზუგდიდის მერად!!!
გეგი
14 სექტემბერი 2021 16:25
3
ხალხს ნუ აპანიკებთ ! ის ყინული რომ უდევს კუნთზე იმას არ ნისნავს რომ ტრავმა აქვს ! ვისაც ფეხბურთი უთამაშია ან საერთოდ სპორტთან შეხება აქვს იციან რომ ყინულს კუნთზე ადებენ გადახურების საწინააღმდეგოდ მითუმეტეს თუ ის კუნთი ახალი მორჩენილია
ზურა222
14 სექტემბერი 2021 13:52
0
სჯობს მამა-ზეციერმა გადაწყვიტოს. ხვიჩას არ გაწირავს.
!!!
14 სექტემბერი 2021 12:04
1
ლევან. ძლივს არ წავიკითხე ერთი აზრიანი აზრი ხვიჩაზე?
ჰავლაბრელი ტიღუა
14 სექტემბერი 2021 10:35
1
გოლი ხვიჩა გოლი და ყველაფერი კარგად იქნება.
ისიდორე
14 სექტემბერი 2021 10:20
0
შეიძლება ჩვენ ძალიან გვინდა,მაგრამ ჯობია რუბინში დარჩეს,ვიდრე ოღონდ რუსეთიდან წავიდეს, რაღაც უაზრო ტრანსფერი განხორციელდეს და სათადარიგო ფეხბურთელი გახდეს.მას რუბინში აქვს კიდევ წინსვლის ყველანაირი პირობა და რაც მთავარია სათამაშო დრო.
levan
14 სექტემბერი 2021 09:53
4
Statistikac ar aqvs mtlad saxarbielo top 5istvis, mas shansi da dro aqvs amistvis rubinshi tan xels uwyobs mteli rubini da rusuli media.. Gadavidoda totenhemshi da amoagdebda sastavidan lukas mouras an 7.nomers son.. Kai ra ashkarad bevrs gonia rom rusetshi amowura da perspektiva win araa.. Ukacravad magram ra moigo?
Ramdeni sagol da goli aqvs?
Chorna
14 სექტემბერი 2021 12:30
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული