ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე „ურალი“ 4:0 დაამარცხა.

ამ მატჩის წინ ყაზანური გუნდის მწვრთნელმა სლუცკიმ განაცხადა, რომ კვარაცხელიასა და დესპოტოვიჩის გარეშე გაუჭირდათ და მათი დაბრუნების შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა. მართლაც ასე მოხდა. მართალია, „ურალი“ აუტსაიდერია, მაგრამ მასპინძლებმა ჩინებულად ითამაშეს და ჩვენებური საუცხოოდ გაისარჯა. ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენათა განვითარებას.

- მეორე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე მეურვეს გაექცა, გუნდის ახალწვეულ დრეიერს გადაცემა გაუკეთა და მან ქუსლით დალაშქრა პომაზუნის კარი. ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული გოლი იყო. ის „მიდტიულანდისგან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინეს.
- მეცამეტე
წუთზე ხვიჩამ ორი მეურვე „მიიზიდა“, გამონთავისუფლებულმა აბილგორმა განივი პასი გააკეთა და მამინმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
- მეთვრამეტე წუთზე ქართველმა საჯარიმოს გასწვრივ დრიბლინგი განახორციელა, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, სამოშნიკოვმა კი დამატებაზე მახვილი კუთხიდან, ერთი მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა.
- ამის შემდეგ შეტევებისთვის ეკატერინბურგელებმაც მოიცალეს, თუმცა ხეირი ვერა ნახეს რა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
- ორმოცდამეთექვსმეტე წუთზე აბილგორმა მოწინააღმდეგე წააქცია, მსაჯმა პენალტი დადო, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა და საჯარიმო დანიშნა.
- სამოცდამეორე წუთზე კვარაცხელია ბაკაევმა შეცვალა. როგორც ჩანს, სლუცკიმ ის ბოლომდე არ დატვირთა.
- სამოცდამეათე წუთზე „ურალში“ შეცვლაზე შევიდა მცველი ლეო გოგლიჩიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
- სამოცდამეჩვიდმეტე წუთზე „ურალში“ შეცვლაზე ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე შევიდა.
- მეოთხმოცე წუთზე დრეიერმა დუბლი შეასრულა.
- კომპენსირებულ დროში დრეიერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

„რუბინი“ 14 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს ლიდერ „ზენიტს“ უმასპინძლებს, რომელიც 3 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჰა წავიდა ახალი წელიწადი. ხვიჩა იქ გადადის ,ხვიჩა აქ გადმოდის . მილანმა რატომ შევცდი და ეს ბიჭი არ დავიმტეო და ასე შემდეგ გაუთავებელი ჭორები და ტყუილები.
ამასწინათაც დავწერე თავი დაანებეთ თუ სადმე გადავა ხომ გავიგებთმეთქი. ხოდა დარჩა ჯერჯერობით რუბინში და დავრჩით ჩვენც დროებით რუბინის ქომაგები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
sssssssssssssssssss
17:10 14-09-2021
0
არც რუბინი მაინტერესებს დარ რუსეთის ჩემპიონატი. მამუკოვიჩი ყოჩაღ, რომ ნაკრებში არ ჩამოვიდა, რუბინისთვის გაუფრთხილდა თავს. იტალიას და ინგლისს თავი გაანებეთ.
გია
15:05 14-09-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული