29 წლის ქართველი შემტევი "აპოელი" - "ოლიმპიაკოსის" მატჩის 36-ე წუთზე შეცვალეს.
ნიქოზიურ კლუბს კატასტროფული სტარტი აქვს, უკვე მეორე შეხვედრაში დამარცხდა. წაგებულთა შორის მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ მოედანზე 90 წუთი გაატარეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, თუმცა გამარჯვება მოიპოვეს.
19 სექტემბერს გიორგი პაპუნაშვილი და და რევაზ ინჯგიას "აპოლონი", რომელიც კვიპროსის ჩემპიონატს ლიდერობს, "აპოელს" უმასპინძლებს.
ქართველების "აპოელი" ისევ დამარცხდა - ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო