"ამ თამაშმა გამოაჩინა, კვარაცხელია გრანდში რატომაც არაა" - რუსული მედია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის"  23 წლის ახალწვეულ ანდრეს დრაიერის გაბრწყინების შემდეგ, რუსულმა ტელეკომპანია THB-მ "მიტდიულანდის" ყოფილი მოთამაშე განსაკუთრებიოთ შეაქო, ხვიჩა კვარაცხელია კი გააკრიტიკა:

"როგორც ჩანს, დანიელი ახალწვეული კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს - დრეიერს მარგი ქმედების კოეფიციენტი უკეთესი აქვს.

რა თქმა უნდა, ანდრესი ხვიჩას მსგავსი დრიბლინგით ვერ გამოირჩევა, თუმცა სხვა ყველაფერი გააჩნია.

კვარაცხელიას საგოლე პასი? - ეს ის შემთხვევაა, როცა ის გოლად მისმა ავტორმა აქცია.

ქართველი გარემარბი ტრადიციულად, ბურთს დიდხანს ატარებდა და ასეთივე სიხშირით კარგავდა - ამან ნათლად გამოაჩინა, რატომ ვერ გადაბარგდა ევროპულ გრანდში."

alt

ხვიჩა საგოლე პასით დაბრუნდა - დებიუტანტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "რუბინს" "ზენიტთან" მატჩი ელის [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 86 /
შეხედეთ ზალცბურგს, 18-19 წლის ბიჭები დაფრინავენ ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ მოხვდებიან დიდ გუნდებში.. ზუსტად ასეთუ გუნდი უნდა ხვიჩას, სადაც ევროპის გუნდებთან ითამაშებს და არა ურალებთან და უფებთან.. მე ადრეც ვამბობდი, რომ არაა ეს ბიჭი ევროპის გრანდების დონე, მაგრამ ჩვენ ხომ კუდაბზიკი ხალხი ვართ
აკო
15 სექტემბერი 2021 13:10
1
ნებისმიერი ქართველის ნებისმიერი წარმატება მახარებს, კარგ გუნაბაზე მაყენებს, ბავშვობიდან ასე მოვდივარ... ამ სტატიის შინაარს ვეთანხმები, თითქმის ყველა თამაში ნანახი მაქვს. ხვიჩა უდავოდ ნიჭიერია, მაგრამბევრი მუშაობა მართებს, სარგებლიანობის კოეფიციენტი თუ მკვეთრად არ გაზარდა კარგ კლუბში გაუჭირდება. ვიზუალზეც მართლა სამუშაო აქვს. გამძლეობასა და ფიზიკაშიც უნდა მოუმატოს. სუსტია. უაზროდ სირბილსაც და დაკაგვები უნდა შეამციროს, ევროპაში ყველა წვრილმანი საყურადღებოა, იქ სანახაობაზე მეტად შედეგს უყურებენ და თუ სანახაობაც ემატება უკვე ვარსკვლავი ხარ, ეს ბევრს არ გამოსდის. ეგერ დანიელმა 3 გოლი შექმნა. კრეატიულობით და სწორი აზროვნებით და ფიზიკით. ევროპა ამას უყურებს. ტაშის დაკვრით კი ვერ გაიზრდები, მოტივაციას მეტი ვარჯიშიც უნდა მიაყოლო. სლუცკი ილაპარაკა-თავისუფალ დროს კომპიუტერზე თამაშობსო, ვურჩევ დარბაზში ივარჯიშოსო. ყველა ქართველ ფეხბურთელს აკლია ფიზიკა,სიზარმაცე მოჭარბებულად გვაქვს...
გუსანი
15 სექტემბერი 2021 12:25
2
დიდი შეცდომა იყო ხვიჩას რუსეთში წასვლა მითუმეტეს პროვინციულ რუბინში გადაყვანა.ეს ყველაფერი ფულის მოსაგებად გაიძვერა ჯუღელმა ჩაიდინა.საჭიროა ევროპული მენტალიტეტეის აგენტთან დაკავშირება რათა სასწრაფოს მოაცილოს რუსეთს თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდში სადაც ხვიჩას ნიჭიერებას უფრო მეტი სპეციალისტი დაინახავს.
თემო
15 სექტემბერი 2021 12:06
0
გუშინ დავწერე, მაგრამ ალბათ "გამორჩათ", აი რა, კაი ხანი მომიწია ცენტრ.ევროპაში ცხოვრებამ, და მივხვდი რომ, ვიზუალს გადამწყვეტი თუ არა დიდი ყურადრება ექცევა, ჩრდ.კავკასიელებმა, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ან "რუსიადან" ჩავიდნენ არცთუ მთლად პოზიტიური კვალი დატოვეს, მოუვლელი თმით და წვერით ჩასული მოქალაქე ერთგვარ დისტანცირებას იწვევს. ეს ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი, თვითონ თუ ვერ ხვდება, იქნებ ურჩიოს ვინმემ, ცოტა საკუთარ ვიზუალს და იმიჯს მიაქციოს ყურადღება. წვერი მესისაც აქვს, მაგრამ მოვლილი და დავარცხნილი, შეხედეთ კრიშტიანოს ან ნეიმარს, რაღა შორს მივდივარ, კალაძე "არმანის" სახე იყო მილანში! ფეხბურთი ბიზნესია და სანახაობა, შოუს ელემენტებით, პუბლიკა დიდ ფულს იხდის, და როცა უმიზნებ სუპერ კლუბებს, ევროპაში და ამხელა თანხაზეა საუბარი, დრიბლინგს მიღმა ვალდებულუ ხარ დახვეწო შენი იმიჯი, მანერები, ლექსიკა და უბრალოდ თავი წესრიგში მოიყვანო, ვიზუალი რომელიც რუსეთის "გლუბინკაში" მოსულა, ევროპელებისთვის ძირითადში გაუგებარია. მადლობა, იმედია ამჯერად არ "გამოგრჩებათ.
ვიქტორ
15 სექტემბერი 2021 10:25
8
ევროპაში ამდენ ხანს თუ იცხოვრეთ, ის ვერ ისწავლეთ, რომ ადამიანის გარეგნობაზე დაბულინგება ყველაზე სულმდაბალი საქციელია?
ვინ როგორ უნდა გამაბრაზოს და შემძულდეს ცხოვრებაში, რომ ვინმეს გარეგობას შევეხო.
მითუმეტეს 20 წლის ბიჭის, რომელიც ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან, და თქვენ საერთოდ წარმოდგენა გაქვთ გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება რას ნიშნავს?
ევროპაში პირველად ამას ასწავლიან და რავიცი...
თუ მისი თამაში არ მოგწონთ, მისი თამაში გაკრიტიკეთ. ან მოედნის არსწორი ხედვა მაგალითად...
დაუჯერებელია, აქ, სპორტულ გვერდზე, იმისთვის შემოდიან რომ ადამიანის გარეგნობას შეეხონ. სხვა გულშეატკივარმა რა ვქნათ, ვისაც სპორტზე საუბარი გვინდა?
თქვენ გისმინოთ, წვერი ან თმის სიგრძე რომ არ მოგწონთ ვინმესი?
ჩვეულებრივად ჯუნგლებში ვცხოვრობთ მოკლედ.
იმედია ამ ბიჭის ყურამდე არ მივა აქ დაწერილი საოცრებები.
დღითი დღე ვრწმუნდები, რომ არ ვინსახურებთ ნიჭიერ ადამიანებს.
Sommer
15 სექტემბერი 2021 15:12
0
ეგ ყველაფერი პირიქითაა, ჩამორჩენილი ქართველი თუ გააკეთებს ვინმეს ვიზუალზე რეაქციას, თორე ევროპას არავის ვიზუალი არ აინტერესებს თქვენგან განსხვავებით. ამით მართლა გვჯობნიან და მენტალობაც ამიტომაა განსხვავებული. ქართველის ინტერესში მუდამ შედის, ვის რამხელა წვერი აქვს და ვის რა აცვია. ამაზე დაბლა უკვე აღარაფერია. გილოცავთ
Thomas
15 სექტემბერი 2021 13:03
2
ყველა გამოხმაურება
ახალი არაფერი უთქვამთ. ვინგერის პოზიციაზე თამაშობს და გაცილებით მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს მაქედან კარგ ფეხბურთელს. ბევრი რამე აქვს ამ ბიჭს ისეთი, რაც უდიდეს პერსპექტივებს უხსნის, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელად შემდგარი ჯერ არ არის. სასწრაფოდ უნდა გააღწიოს რუსეთიდან, თუ უნდა, რომ დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი შეინარჩუნოს. ამისთვის რუბინშივე უნდა ეცადოს, რომ ბურთის თრევის ნაცვლად სტატისტიკა დადოს ამ სეზონში. შრომისმოყვარეობა ნამდვილად აქვს და რაც მეტი კრიტიკა ექნება მედიისგან, მით უკეთესია მისთვისვე.
Lasha
15 სექტემბერი 2021 10:05
1
ჩვენ ყველამ გვინდა რომ ხვიჩამ უფრო მეტი გოლი გაიტანოს მაგრამ შეტევის დაგვირგვინებისას ასაკის გამო ცივსისხლიანობა აკლია! 1 ერთი გოლი რომ გაიტანოს 5-6 უნდა დაარტყას კარში. მაგრამ შარშანდელი ხუთი გოლი და 8 ასისტი + 45% რუბინის გოლებში მიღებული მონაწილეობა მაინც არ არის ცუდი შედეგი! იმასთან შედარებით რამდენი გაიტანეს სხვებმა რუბინში, ფორვარდმა დესპოტოვიჩმა 14 გოლი გაიტანა 3 პასი გააკეთა მაკაროვმა 6 გოლი და ერთი პასი. საერთოდ უნდა გვახსოვდეს რომ ნებისმიერ ჩემპიონატში წარმატებულ ვინგერს მინიმუმ 3 ჯერ ნაკლები გოლი გააქ ვიდრე ბომბარდირს! ხომ არ გახსოვთ ვინმეს თუ რამდენი გოლი აქვთ გატანილი გასულ სეზონში სონს, ტრაორეს, სტერლინგს, გრილიშს და ფოდენს თავინთი გუნდების ფორვარდებთან შედარებით?
რობი
15 სექტემბერი 2021 11:54
0
ოოოო, არაა ეს შეფასება სიმართლისგან შორს, სამწუხაროდ ქართველ ფეხბურთელებზე ევროპაში მოთხოვნა საერთოდ არაა,არავის ჭირდება კლოუნები და 1 ტაიმის ფეხბურთელები,შემსრულებლებზეა მოთხოვნა. ფაქტია რომ ქართველი ჯურნალისტების დაანონსებული არცერთი ტრანსფერი არ შედგა,არც მილანი, არც ტოტენხემი არც იუვენტუსი არც შევილია არც დორტმუნდი...ხოდა შედგა მამარდაშვილის ტრანსფერი,რომელსაც არავინ ელოდა..სამაგიეროდ აზიის ბაზარზეა გაიბრწყინა ერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა
koba
15 სექტემბერი 2021 09:44
5
როგორ გისკდებათ გული ბოღმისგან!!! მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა გაქვთ და ფეხბურთელების არაადექვატურად მაღალი ხელფასების მიუხედავად, ევროპაში საკლუბო დონეზე ხომ ყველა გაფარჩაკებთ ვისაც არ ეზარება, ნაკრებში კი 11 ფარჩაკიდან ერთი არ გყავთ კვარას ნახევარი დონის იმიტომაც ანთხევთ გესლს.... თქვენ არარაობა ნაკრებს გადახედეთ რამდენი რუსი თამაშობს და სხვებზე მერე ილაპარაკეთ!!!!
!!!
15 სექტემბერი 2021 09:06
1
ყველას მოსაწონედ კვარა კიარა მესი ვერ თამაშობს.... ვირაცა გაკრიტიკებს ვირაცა შეაქებს ეს ბუნებრივი პროცესია.. კვარას კი ჯამრთელობა და წინსვლა უხვი გოლი..
N
15 სექტემბერი 2021 04:33
0
კრიტიკა კარგია მალე დაადუმებს კვარა ჯერ ახლა არ გამოჯამრთელდა ზამთარში დაგტოვებთ აუცილებლად ❤✌✌✌სულ ჯმართელი გვეყოლე ერს კვარა ❤❤❤❤
ემიგრანტი
15 სექტემბერი 2021 01:23
0
სისულელეა, მშვენივრად ითამაშა.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2021 00:09
2

სიახლეები პოპულარული