კაშია: ხოჭოლავამ მითხრა, რომ გამარჯვებისთვის მოდის

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 16 სექტემბერს კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპი იწყება. ტურნირზე საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელია წარმოდგენილი.

ბრატისლავის "სლოვანის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან ისაუბრა. ვლადიმირ ვაისის გუნდის პირველი მეტოქე, სადაც ასევე ჯაბა კანკავა გამოდის, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენია".

გურამ კაშია:

"შეხვედრას მოუთმენლად ველი. ბევრი გულშემატკივარი დაგვესწრება და ეს ზეიმი იქნება. საშინაო გარემო, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირატესობაა, ასე რომ, ჯგუფურ ეტაპს მშვენივრად ვიწყებთ.

"კოპენჰაგენი" დიდი ევროპული კლუბია. დანიის ნაკრების წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით არაერთხელ მიასპარეზია. ისინი საჰაერო ორთაბრძოლებში ძალიან
ძლიერები არიან. მეტოქე რთულია, მაგრამ ჩვენ არ ვუფრთხით. შანსები 50/50-ზეა.

Sportall.Ge
"კოპენჰაგენის" რიგებში "ვიტესში" ჩემი თანაგუნდელი კევინ დიქსი თამაშობს, დავით ხოჭოლავას წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. მან მითხრა, რომ გამარჯვებისთვის მოდის, მე კი ვუპასუხე, რომ სერიოზულ მეტოქედ უნდა განგვიხილონ.

ბრატისლავა შემიყვარდა - აქ სასიამოვნო ადამიანები ცხოვრობენ, გემრიელი კერძები აქვთ და ქალაქში გადაადგილება მარტივია. ბედნიერი ვარ და მინდა, "სლოვანში" დიდხანს დავრჩე."

სლოვაკეთში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით, 20:45 საათზე დაიწყება. ჯგუფის კიდევ ორი წევრი ბერძნული "პაოკი" და გიბრალტარის "ლინკოლნი" არიან.

alt"ქართველებით კიდევ ერთხელ მოვიხიბლე!" - კაშიასა და კანკავას წინაშე ქედს იხრიან...

altხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორი" გააბითურა

მკითხველის კომენტარები / 9 /
გამარჯვებისთვის ბათუმში წასულიყავით, თქვე დალოცვილებო!
აქედანაც იმასგიქნათ
15 სექტემბერი 2021 10:32
1
პირადად მე ნაღდად აღარ მაინტერესებს არცერთის პირადი კარიერა, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი საკლუბო კარიერა , ეგ თქვენ ჯიბეს უხდება მარტო! ნაკრებისთვის არაფერში ვარგიხართ! ზოგი ტრამვას იმიზეზებს და მეორე დღეს კლუბში თამაშობს, ზოგი ჩამოდის და ისე თამაშობს რო აღარ გამოიძახო მეორედ! ზოგი ამაზრზენად გამოიყურება, თავში აქ ავარდნილი რატომღაც და სირბილს თაკილობს,/ ნუ მოკლედ მთავარია ნაკრებში ვინ რას აკეთებს , თორე სადღაც ჭ კლასის გუნდში ვინ რას იზავს სულ ფეხებზე მკიდია აწი!!!/ მაგრად გამიხარდა მამარდაშვილი რო ძირითად წევრად იქცა ვალენსიაში, და იმედია არ დააავადმყოფდება ეგეც იმ სენით რაც ნაკრებშია გამეფებული! თორე მერე სულ ბარსა რეალშიც რო ითამაშოს და ნაკრებში გიდორივით იდოს კარებში კაპიკი იქნება მაგის ფასიც!!! /
Vasili
15 სექტემბერი 2021 11:11
5
თქვენ სადაც საჭიროა იქ მოიგეთ ერთმაც და მეორემაც...
zura
15 სექტემბერი 2021 10:26
1
გახსოვთ, სომხეთთან ლევან შენგელიამ რომ გატეხილი თავით ითამაშა?მე პირადად ესეთი ფეხბურთელები მინდა თამაშობდნენ ნაკრებში
*გიორგი
15 სექტემბერი 2021 16:26
0
ხოჭოლავამ ამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში და ამისი კარგი თამაში არ მახსენდება,ძაან უჯიგრო ფეხბურთელია, ვაისმაც გააკრიტიკა ამის გამო და კობიაშვილმაც,აბა უკრაინისთვის თამაშობდეს მუხლებს გადაიძრობდა,ყველაზე კარგად მაშინ ვთამაშობდით დაცვაში როცა კაშია კვირკველიას წყვილი იდაგა დაცვაში.
გიორგი
15 სექტემბერი 2021 15:57
4
რავი ნაკრებში ერთი ადგილის განძრევა გეზარებათ და...მარტო ფულია თქვენტვის მთავარი
rezi
15 სექტემბერი 2021 14:04
0
მე ხოჭოლავას ნახვა აღარ მინდა ნაკრებში,მაგას ათასჯერ ჯობია კვირკელიაც, ტაბიძეც და დვალიც
ბექა
15 სექტემბერი 2021 16:13
9
გადააბი ვინც ჩამოთვალე და დააყენე რიგში ხოჭოს წინააღმდეგ ბექნუ:)))
ბერდია
15 სექტემბერი 2021 18:31
4
ვაისმა უჯიგრა ამ ასაკში ორივეს.კაშია ლოკომოტივიდან ამაზე უკეთეს გუნდა ვერ იპოვიდა ამ ასაკში და ჯაბა ალბათ აკტობეში ან სადმე(იმ ფეხბურთის დმ სადაც გოლოვინი მონაკოში თამაშობს,ელდარ შომუროდოვი რომაში,ჯაბა ტობოლში(აქამდე) და ხვიჩა რუბინში)
Levani
15 სექტემბერი 2021 13:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული