ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მაკარიძეს აქებენ, კარს კი მისი გუნდის კაპიტანი კონკურენტი იცავს

AutoSharing Option
pledgetimes-ი ესპანურ კლუბ "ალმერიას" პრეზიდენტ, თურკ ალ-შეიხის ინტერვიუს სათაურით - "მას ევროპული "ალმერია" სურს" - აქვეყნებს, სადაც ის საქართველოს ნაკრების კიპერ გიორგი მაკარიძეზეც საუბრობს:

"გიორგის ბევრი კარგი თვისება აქვს. ძლიერია გამოსვლებში - ბურთის ტრაექტორიას მშვენივრად აანალიზებს და მისი პოზიცია თითქმის სრულყოფილია. ქართველი მეკარე ფეხითაც მშვენივრად თამაშობს.

ამავდროულად, მაკარიძის კონკურენტი ფერნანდო დიდი პროფესიონალი და ასეთივე კაპიტანია. "ალმერიას" ამ რგოლში ნამდვილად არ უჭირს."

ქართველ მეკარეს სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ნაკლებად ენდობიან, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა, გასულ ტურში კი განაცხადშიც ვერ ვიხილეთ.

პარასკევს,
17 სექტემბერს მე-4 ადგილზე მყოფი "ალმერია" ბოლოს წინა პოზიციაზე მყოფ "ალკორკონს" ესტუმრება. დაველოდოთ, 31 წლის ქართველ კიპერს თამაშის საშუალება რამდენად მიეცემა. 

alt"ალმერიას" მაკარიძე დააკლდება - ქართველ კიპერს ნაკლებად ენდობიან