Lavozdealmeria გიორგი მაკარიძის გუნდის მზადების შესახებ წერს. ქართველი მეკარე 4 სექტემბერს "მალაგასთან" მოგებულ (2:0) მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და "ალმერიას" უახლოეს ტურშიც ვერ დაეხმარება:
"მთავარმა მწვრთნელმა რუბიმ თეორიული განხილვა ჩაატარა. 12 სექტემბერს, "პონფერადინას" წინააღმდეგ, გიორგი მაკარიძე გუნდს დააკლდება. ამ მატჩისთვის ფერნანდო და ფუოლი მოემზადებიან. გუნდში კარგი განწყობაა, რადგან "ალმერიას" 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს."
საქართველოს ნაკრების მეკარეს გასული სეზონის პლეი-ოფის შემდეგ ნაკლებად ენდობიან - მიმდინარე სეგუნდაში მხოლოდ ერთხელ, "ამორებიეტასთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში იასპარეზა.
მაკარიძემ სანიოლის სადებიუტო მატჩები კლუბის თხოვნის
გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრების თავკაცმა კოსოვოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ალმერიას" კიპერს "ჯვაროსნების" ოთხ ძირითად კარის დარაჯში განიხილავს.
სანიოლი: მამარდაშვილი?!... ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ
ესპანური მედია მაკარიძის უთამაშებლობას განიხილავს