მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

AutoSharing Option
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს
უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩა გვეიმედები!!!!კომენტარებს ნუ უსმენ!!!! ითამაშე მთელი მონდომებით და აუცილებლად მიაღწევ მიზანს!!!წარმატებები ხვიჩიას!!!!
Noste
17 სექტემბერი 2021 19:46
1
ხვიჩა მთელ საქართველოს უყვარს. თითო-ოროლა შურიანი პროვოკატორი ყველა ქვეყანაში მოიძებნება, ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
რაგბის ფანი
17 სექტემბერი 2021 22:00
1
ხვიჩა შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა
ხარ, მაგრამ სიბრძნეს უნდა მოუხმო
ძალიან მშვიდად მიიღე ყველაფერი
ცუდი, აჯობე რუსებს და ყველა მტრულად განწყობილს- კარგია
მუდამ მტრიანი.
დიდი მომავალი გელის სულიერად
არ დაეცე.
გახსოვდეს ქართველი ხარ ბიჯო
თენგო
17 სექტემბერი 2021 21:20
2
მიდი ხვიჩა, ამოტენე ზენიტი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
აბო
17 სექტემბერი 2021 19:39
2
შეფასებებში უარყოფითები დადებითებს სჭარბობენ, მაგრამ ეს საერთო სურათს საერთოდ არ გამოხატავს, რადგან როგორც წესი, უარყოფითები სოციალურ ქსელებსა და კომენტარებში სუპერაქტიურები არიან, ისე კი საზოგადოების აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდება. გადახედეთ უცხოურ საიტებს. რასაც რუსები წერენ კომენტარებში ხვიჩაზე, იგივეს წერენ ქართველი "უარყოფითებიც". პირველად და უკანასკნელად დავწერე კომენტარი.
დადებითი
17 სექტემბერი 2021 20:46
2
იცი რა ვერ გავიგე? რატო ან ვინ ადრის ამ ბიჭს კრიშტიანოს მესის და ასეთ ტოპ მოთამაშეებს? აზარი არიყო დიდი გოლების მანქანა მაგრამ კი იყო თავის ფლანგზე ერთ ერთი უძლიერესი....
რომა
17 სექტემბერი 2021 21:06
2
ეს მათ გასაგონად ვინც კვარაცხელიას გოლების რაოდენობას უწუნებს. კვარაცხელია ფლანგის შემტევია და არა გამოკვეთილი თავდამსხმელი. დინამოში ყველაზე ძლიერი ფლანგის შემტევები მესხი და გუცაევი იყვნენ. ორივეს თხუთმეტი წელი ეცვა დინამოს მაისურით. და რამდენი გოლი ქონდათ განატანი თუ იცით. მესხს 54 და გუცაევს 46. ფლანგის შემტევის ძირითადი ფუნქცია ის არის რასაც მესხი და გუცაევი აკეთებდნენ და რასაც შესანიშნავად ასრულებს კვარაცხელია. რუბინის სახიფათო იერიშების 70 პროცენტი სწორედ მისი ფლანგიდან ხორციელდება.
ქუთაისი
18 სექტემბერი 2021 17:13
1
ეს თქვენ იქცევით არასწორად, ახალგაზრდა კაცს ერთ შენიშვნას ან მითითებას რომ არ აძლევთ.ასე კვარცხელია კი არა, ყველაზე "ფეხებზემკიდია" გარინჩაც კი გაიბღინძებოდა. თქვენ, თქვენ აფუჭებთ მას მუდმივი ქება-დიდებით.
ზურაბი
17 სექტემბერი 2021 19:30
6
ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, არ შეიძლება გადამეტებული: ქება, დიდება და ხოტბა, რომელიც არასოდეს სიკეთეს არ მოიტანსო. ასე მოგვივიდა მართლაც უნიჭიერს ხვიჩაზე. ერთბაშად ემოციებმმა გვიძალა და ვეღარ გავჩერდით. ამიტომ უნდა დავიკავოთ შუალედური მიდგომა! ასე გვინდა არ გვინდა, ვავნეთ ჩვენს ხვიჩას. ხვიჩა თუ კითხულობს ჩვენს კომენტარებს ვეტყვი: ხვიჩა შენ ხალხს უყვარხარ, ნეგატიური კომენტარები თუ მრავლად იყო, ესეც იმის გამო, რომ ფანები ძალიან გულდაწყვეტილები, გაბრაზებულები არიან საქ. ნაკრებზე და ამიტომ არ გაგიკვირდეს, რომ შენც გადმოგწვდნენ, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენო ხვიჩა, იცოდე, რომ შენი გვჯერა და გვიყვარხარ!!!!!!!!!!!!
გია
18 სექტემბერი 2021 11:06
3
ნიკას აგენტი ჯუღელი პროვინციელი ყველის ვაჭარია.სად წაიყვანა ეს უნიჭიერესი ბიჭი რუსეთის გლუბინკაში საიდანაც ევროპაში მომავალი არ არსებობს.თან ტრაბახობს და მშობლებს აბოლებს თუ რა დიდი საქმე გაუკეთა.სასწრაფოდ უნდა მოაცილონ ეს აფერისტი და ნორმალური აგენტი მოუძებნონ.
შეცდომა
17 სექტემბერი 2021 22:15
3
ჯუღელუ რომ კაი კაცი იყოს, თბილისში ამხელა დაცვით გადაადგილება რად უნდა?
სიო
18 სექტემბერი 2021 09:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული