რა თქმა უნდა, ქართველ კიპერს ყველაზე დიდი გამოცდა აქვს, რაც აქამდე ჰქონია.
"ვალენსიას" მიმდინარე "ლა ლიგაში" ერთ-ერთი ყველაზე ცოტა - 2 გოლი აქვს გაშვებული, "ღამურებზე" მეტი კი მხოლოდ "რეალმა" გაიტანა - 12. ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენ ზემა განსაკუთრებულ ფორმაშია.
"მესტალიაზე" საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა ვიხილოთ. ამ სტადიონზე გასულ სეზონში მასპინძლებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს. კარლოს სოლერმა, რომელსაც ახლაც
აღსანიშნავია, რომ იესპერ სილესენი მაშინ ტრავმირებული იყო და "ვალენსიას" კარს ხაუმე დომენეკი იცავდა.
"მესტალიაზე" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გიორგი მიქაუტაძემ კი ბელგიის თასზე შედეგიანი შეხვედრა ჩემპიონატში უნდა გააგრძელოს - ფაქტია, "სერენს" შეტევაში ძალიან უჭირს და გასული წლის ბომბარდირის დაბრუნება გუნდს ფსიქოლოგიურადაც უნდა წაადგეს.
"სერენის" დღევანდელი მეტოქე - "ანტვერპენი" ჟუპილერ ლიგაში ვერ ბრწყინავს. გუნდი ევროპა ლიგაზე გამოდის, სადაც გასულ კვირას ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" (1:2) დამარცხდა.
მიქაუტაძემ ჩემპიონატის ეგიდით ბოლოს 10 აპრილს, "დეინსთან" გაიტანა, ამის შემდეგ კი ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" მაისურით, ასევე, რამდენიმე დღის წინ, თასზე გატანილი გოლების ჩათვლით - 8 შედეგიანი დარტყმის ავტორია.
20 წლის ქართველი ფორვარდის მიმართ ბელგიური მედია ყოველთვის პოზიტიურადაა განწყობილი და იქნებ ჟუპილერ ლიგაში მისი სადებიუტო გოლიც ვიხილოთ - ამის მოლოდინი ძალიან დიდია!
შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
გიორგი წიტაიშვილი სექტემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების ნათელი წერტილი იყო და ქართველი გულშემატკივრები მის თამაშს კიდევ უფრო დიდი ინტერესით ელიან.
უკრაინის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ჩერნომორეცი" მე-8 ტურში ლუგანსკის "ზარიას" ესტუმრება, რომელიც კონფერენს ლიგის მონაწილეა.
წიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის გუნდი ძალიან ბევრს უშვებს - 18 მიღებული ბურთი ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია და ეს ამ გუნდისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს.
"ჩერნომორეცმა" უკანასკნელი ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:2) დაასრულა. 20 წლის ქართველ შემტევს თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ 3 მატჩში მიეცა და ჯერჯერობოთ, შედეგიანი მოქმედება არ აქვს.
რაც შეეხება ბექა ვაჩიბერაძეს - 25 წლის ნახევარმცველმა 5 შეხვედრაში იასპარეზა.
დაპირისპირება 20:30 საათზე დაიწყება (თბილისის დრო).
მამარდაშვილი გამოკითხვაში ლიდერობს - ვინ ითამაშებს "რეალთან"?
მიქაუტაძეს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა და ოპტიმისტურადაა განწყობილი
AS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია