პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.
კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. “მესტალია“
ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)
აქ არ გეგონოს ვინმეს შენზე ნაკლებად უყვარდეს საკუთარი ნაკრების მომავალი, მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა.
დასაევები და იაშინები კიდევ, არ გინდა რაა ..
ვის აინტერესებს??
უარესს ვერ იზამდა მანდ, თუმცა შეუთანხმებლობის ბრალიცაა რა თქმა უნდა, ანუ მცველზეც შეიძლება ცოტა გადანაწილება შეცდომის