მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
რომ არ გამოსულიყო მაინც 100%-იანი გოლი იყო. ბენზემას პოხზიცია მეკარეთან შედარებით ყველა ვარიანტში მომგებიანი იყო.კარგი იქნებოდა აეღო, მაგრამ, მეკარის დადანაშაულება ცენტრში ჩახვეულ ბურთზე? მორდანს გარეთ უნდა დაესწრო მეკარეს? და დაცვარას აკეთებდა?
იდალგო
20 სექტემბერი 2021 02:06
3
არაფერი უსაშველო შეცდომა ეგ არ ყოფილა, ეს იყო მცველის და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედება და მეტი არაფერი, რასაც სამწუხაროდ მოყვა გაავებული გოლი.ასე პირდაპირ მამარდაშვილის დადანაშაულება გაშვებულ გოლში, უბრალოდ უსამართლობა იქნება.რაც შეეხება პირველ გოლს, ვნახეთ რომ,იქ რიკოშეტი იყო და იმ ბურთს უბრალოდ ვერ აიღებდა.ასე რომ, არ მგონია ბორდალასმა რამე შეცვალოს.მამარდა სავარაუდოდ დარჩება ვალენსიას #1 მეკარე.
თომა
20 სექტემბერი 2021 02:01
2
20 წლის ბიჭს ტისკში ატარებთ ზოგიერთი ინტრიგანი ვაიგულშემატკივრები. რა შეცდომაზე ლაპარაკობთ.? მსოფლიოსჩცემპიონმა რო გოლი გაუტანა? ბანზემამ მარტო გიოს კი არ დაასწრო,დამცველსაც დაასწრო. მცველის შეცდომაზე რატო არ ლაპარაკობთ?.კურტუამ რო გოლი გაუშვა ისეთი რო გიოს გაეშვა წარმომიდგენია რა ამბავს ატეცავდით. და მაგის გამო კურტუას ზამენაში არავინ დასვამს. ზოგიერტებს ერთი სული გაქვთ როდის წაიბორძიკებს ეს ბიჭი. მაგისთანები გაუტანია ბენზემას? და მაგისთანები გაუშვია კასილასს ,კანისარესს,ძოფს თუ ბუფონს დასაევს და იაშინს? ისე სხვათა შორის დასაევი საბჭოეთის საუკეთესო მეკარე იყო. იმიტომაც იდგა სამართლიანად ძირითადში. ძალიან ცოტა მახსოვს დასაევის ნახტომები და ცხრიანიდან გამომძვრალი ბურტები. იმიტო რო ძაან სწორად ირჩევდა პოზიციას. თორე ეგეთები დასაევსაც გაუშვია შორს რო არ წავიდეთ ყიფიანისგან. საერთოდ არ გამოსულა მაშინ კარებიდან. მეკარის მოედნიდან გაუტანა თავით გოლი. ვიყავი მაგ თამაშზე და კარგად მახსოვს. ჩვენ რა გვჭირს ტოო. გადავირევი.გიომ ეგ თამაში მაგრა ითამაშა. იმას რატო არ ამბობთ რო ბენზემა ძაან ფორმაშია და დაასწრო. იმის მოვალეობა ხო ეგ არი. ხოდა ხან ის დაასწრებს ხან ეს. ფეხბურთია ძმებო ეს,ფეხბურთი. და ნუ შეჭამთ ეხლა 20 წლის ბიჭს. მიდი გიო. გვიყვარხარ. ეგრე გააგძელე. ამათ ნუ უსმენ
ვალენსია რუსთავი
20 სექტემბერი 2021 01:58
3
ახლა ეს თარგმნე ესპანურად და ვალენსიას მწვრთნელს გაუგზავნე.
აქ არ გეგონოს ვინმეს შენზე ნაკლებად უყვარდეს საკუთარი ნაკრების მომავალი, მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა.
დასაევები და იაშინები კიდევ, არ გინდა რაა ..
ვის აინტერესებს??
სიმართლე
20 სექტემბერი 2021 11:58
5
წარმატებები გიორგი. არაუშავს!

გადასარევი გიორგი
20 სექტემბერი 2021 01:58
0
80 წუთი ვალენსია ახერხებდა საშუალო ტემპის შენარჩუნებას და თამაშსაც აკონტროლებდა.ვფიქრობ ვალენსიას მწვრთნელმა მაინც შეცდომა დაუშვა,მთელი წინა ხაზი რომ შეცვალა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაიყვანა გუნდი.იდეაში ალბათ მაინც აქტიურ თავდაცვას აპირებდა,მაგრამ რეალმა, რაკი უშუალოდ საკუთარ კარზე საფრთხე შეუმცირდა და თან წაგების საფრთხეც რეალური გახდა,მთელი შემტევი პოტენციალი შემოიყვანა და ტემპიც ასწია.ვალენსიას შეტევა უკვე აღარ ჰყავდა და ძალიან უკან დახეული, შეტევებს ვეღარ გაუმკლავდა.აშკარა იყო,რომ დაცვა ვეღარ ასწრებდა ყოველი მხრიდან მძაფრ შეტევებს და იმ საბედისწერო რიკოშეტის შემდეგ,ანგარიშიც გათანაბრდა.უკვე მაგრად გაბზარულ ვალენსიას დაცვას,რეალი კიდევ უფრო მძაფრად ეძგერა და დაცვასთან ერთად,გიორგი მამარდაშვილსაც უმტყუნა ნერვებმა.კარში რომ დარჩენილიყო,სავარაუდოდ გოლი მაინც გავიდოდა,მაგრამ მეკარეს შანსი მაინც ექნებოდა.გამოსვლა კი, აშკარად მცდარი იყო.არ მესმის,სადაც გამოვიდა იქ გამოსვლას,რა აზრი ჰქონდა,საფრთხეს ხომ მხოლოდ ბენზემა ქმნიდა და გიორგის მისთვის უნდა დაესწრო,ან ხელი მაინც შეეშალა.ამის შემდეგ დაახლოებით 3 წუთი,ვალენსია კვლავ შოკში იყო და რეალს კიდევ შეეძლო გატანა,თუმცა მერე ,ისინიც დროის გაყვანაზე გადაერთნენ და კიდევ ერთ გოლს გადაურჩა ვალენსია.რა თქმა უნდა ძალიან საწყენია,ასეთი თამაში რომ წააგეს,მაგრამ რეალს ამის გაკეთება,ნებისმიერ გუნდთან შეუძლია და აკეთებს კიდეც.ასე რომ განსაკუთრებით საგანგაშო,არაფერია.გიორგიმაც საკმაოდ ბევრი დარტყმა მოიგერია და სხვა მეკარეებიც რომ არ ცდებოდნენ,ან ბენზემა არ აიძულებდეს შეცდომის დაშვებას,ამდენ გოლს ვერ გაიტანდა.ის არც პირველია და არც უკანასკნელი.სამწუხაროა,რომ ვალენსიას უკვე მოეჭარბა საკადრო პრობლემები და მომავალ ორ მატჩში,კიდევ უფრო გაუჭირდება.ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მეკარის დამაჯერებელ თამაშზე და იმედია,თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს მეკარე,კვლავაც გიორგი იქნება
სოსო
20 სექტემბერი 2021 01:48
1
კარგი სტატიაა სოსო, ბრავო.
ლელო
20 სექტემბერი 2021 11:51
1
ჩემი ახრით ეს გაკვეთილია, 20 წლის ბიჭია დაუშვებს შეცდომას 5 თამაშში 4 გოლი ლოკომოტივის მეკარე იყო დაცრეალთან გაუშვა, რა გაკეთოს? ეხლა თუ სკამზე დასვეს ფსიქოლოგიც ვერ უშვრლის მაგრმ მჯერა ასე არ მოხდება, წარმატებები გიო
აჩი***
20 სექტემბერი 2021 01:38
4
ბენზემას თავისი გოლების ალბათ ნახევარზე მეტი,დასწრებაზე თამაშით გააქვს.ხან მცველებს ასწრებს,ხან მეკარეს,ხანაც ყველას ერთად.აქაც ყველას დაასწრო და გაიტანა.ამის გამო არც სხვა გუნდები სვამენ სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელებს და არც ვალენსიას მწვრთნელი იზავს.გამოსვლებზე თამამად,აქაც ვერ თამაშობდა და ამ სიმაღლის მეკარისათვის ეს სერიოზული ნაკლია,თუმცა მას ესპანეთის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი წვრთნის და აუცილებლად მაგასაც ამოაქაჩვინებს.ის ხომ მესამე მეკარედ მიიყვანეს და სწორედ მის დაოსტატებას და მერე გამოყენებას ფიქრობდნენ.რეალუარდ გიორგი,იმაზე გაცილებით უკეთესი გამოდგა,ვიდრე მათ ეგონათ,ასე რომ მისგან აუცილებლად გამოაცხობენ შესანიშნავ მეკარეს.გიორგის პირველი მცველისათვის ხელი არ შეუშლია,მაგრამ ბურთი მას გადააფრინდა და ბენზემამ დაარტყა.შესაძლოა მიხვდა,რომ ის ვერ ითამაშებდა და ამიტომაც გამოვარდა,გაუაზრებლად.პირველი გოლის შემდეგ,ყველანი წონასწორობა დაკარგულები იყვნენ.მთელი გუნდი.გიორგი კი,მათ შორის ყველაზე გამოუცდელი იყო.უბრალოდ მეკარეა და მისი ყოველი შეცდომა,ხმამაღლა ყვირის.თვითონ ბორდალასმაც შეცდომა დაუშვა მთელი თავდასხმის მოხსნით.ეს იყო მთავარი,შედეგის განმსაზღვრელი შეცდომა.ასე რომ გიოზე არავინ გადაამტვრევს ჯოხს.ეს სისულელე იქნებოდა.
სოსო
20 სექტემბერი 2021 12:20
1
რა გამოსვლა იყო ეს? ახლომხედველობა ხომ არ აწუხებს?
დევკალიონი
20 სექტემბერი 2021 01:34
31
დასანანი იყო ეგ შეცდომა მარათლა უმდენი სეივის მერე (
ABC
20 სექტემბერი 2021 01:30
4
ვალენსიამ არასწორი შეცვლები გააკეთა, ზუსტად მაგის მერე ჩაჯდა დაცვაში და წააგო
kaxa
20 სექტემბერი 2021 01:29
3
Არ იყო ეგ დიდი შეცდომა მაინც ვერ მოასწრებდა მაგ ბურთს.
ლომი
20 სექტემბერი 2021 01:26
6
იყო! სამწუხაროდ.
უარესს ვერ იზამდა მანდ, თუმცა შეუთანხმებლობის ბრალიცაა რა თქმა უნდა, ანუ მცველზეც შეიძლება ცოტა გადანაწილება შეცდომის
სიმართლე (oficial)
20 სექტემბერი 2021 11:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული