მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
შეცდომა რა იყო და რატომ იყო? ბენზეამ რომ გაიტანა - იმიტომ ოყო?
ხომ უნდა ახსნა, როცა წერ, რომ შეცდომა იყო რაში გაოიხატა შეცდომა?
იდალგო
20 სექტემბერი 2021 01:25
8
მანდ ასახსნელი რა არის?რაკი გამოვიდა,ბურთზეც უნდა ეთამაშა,მას კი,ბენზემამ დაასწრო.თუ ბეზემას გასცდებოდას ბურთი,მეორე ფლანგზე უკვე აღარავინ კეტავდა შეტევას.ასე რომ კარს ერთადერთი კაცი ემუქრებოდა და კარიდან გამოსულმა,მას ხელი ვერ შეუშალა.პირველი გაშვებული გოლის შემდეგ,დაცვაც და გიორგიც პანიკაში აღმოჩნდნენ და სანამ გონზე მოვიდოდნენ,რეალმა მეორეც გაუტანათ,შემდეგ კი,მესამეც შეეძლოთ გაეტანათ,რადგან მთლიანად დაიშალა ვალენსია.დაახლოებით მეორე გოლიდან 3 წუთი მაინც.შეტევა მთლიანად არ უნდა მოეხსნა ბორდალასს.პირველი რიგის შეცდომა ეგ იყო.რეალმა შემტევები დაამატა,ტემპსაც მოუმატა და დაცვა უკვე ვეღარ აუდიოდა მაღალ ტემპიან და მრავაფეროვან შეტევებს.რიკოშეტმა და ანგარიშის გათანაბრებამ კი,მთლიანად მოშალა ვალენსია და შეცდომას, შეცდომა მოჰყვა.
სოსო
20 სექტემბერი 2021 02:02
2
ჩემი აზრით მცველების შეცდომაც იყო, ასევე საკითხავია რომ არ გამოსულიყო ( შეცდომით) კარიდან და ბენზემას გაეტანა ამ შემთხვევაში მოახერხებდა თუ არა ამ ბურთის აღებას... Sofascore-მა 7.0 ით შეაფასა რადგანაც 8 სეივი ქონდა და ჩემი აზრით რომ არა ეს მძიმე და საწყენი ბოლო წუთები ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებოდა... არაუშავს შეცდომა ყველას მოსდის, წარმატებები გიორგის!
რაცავარესავარ
20 სექტემბერი 2021 01:24
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული