კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა "აპოელმა" - ამჯერად "აპოლონთან" 1:2 წააგო.
"აპოელში" სრულად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ქვილითაია 79-ეზე. "აპოლონში" სათადარიგოები იყვნენ რევაზ ინჯგია და გიორგი პარუნაშვილი.
24sports-ის ჟურნალისტმა გეორგიოს პატიჩისმა "აპოელის" შესახებ წერილი გამოაქვეყნა და სხვა ფეხბურთელებთან ერთად ახალწვეული ქართველებიც გააკრიტიკა:
"აპოელის" ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა სეზონის ასეთ ტრაგიკულ დასაწყისს. სამი მარცხი იმიტომ კი არ განიცადეს, რომ არ გაუმართლათ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან სუსტად ითამაშეს
და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.
მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს მარტივი რამეების გაკეთების უნარიც არ გააჩნიათ. ყველა თავისთვის თამაშობს და გამაღიზინებლები არიან თავიანთი... გრძნობის გარეშე.
რა კავშირი აქვს ოქრიაშვილს იმ ფეხბურთელთან, რომელმაც დიდ ევროპულ სტადიონებზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია? ქართველი ნახევარმცველი უმართავი იყო, ჟინისა და შინაარსის გარეშე.
ქვილითაიას არაერთი გადაცემა გაუკეთეს, იბრძვის, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე სუსტად გამოიყურება.
დაუშვილს მეტოქის შეჩერება მხოლოდ წესების დარღვევით ან ყოველ მატჩში წითელი ბარათით შეუძლია".

ნამდვილი ჟურნალისტის უზუსტესი ანალიზი.აქ ყველას ერიდება თქმა, იყვირონ სხვებმა და ვიყვირებ მეც!