"აპოელის" ტრაგიკული დასაწყისი" - კვიპროსელმა ჟურნალისტმა ქართველები მწარედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა "აპოელმა" - ამჯერად "აპოლონთან" 1:2 წააგო.

"აპოელში" სრულად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ქვილითაია 79-ეზე. "აპოლონში" სათადარიგოები იყვნენ რევაზ ინჯგია და გიორგი პარუნაშვილი.

24sports-ის ჟურნალისტმა გეორგიოს პატიჩისმა "აპოელის" შესახებ წერილი გამოაქვეყნა და სხვა ფეხბურთელებთან ერთად ახალწვეული ქართველებიც გააკრიტიკა:

"აპოელის" ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა სეზონის ასეთ ტრაგიკულ დასაწყისს. სამი მარცხი იმიტომ კი არ განიცადეს, რომ არ გაუმართლათ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან სუსტად ითამაშეს
და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.

მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს მარტივი რამეების გაკეთების უნარიც არ გააჩნიათ. ყველა თავისთვის თამაშობს და გამაღიზინებლები არიან თავიანთი... გრძნობის გარეშე.

რა კავშირი აქვს ოქრიაშვილს იმ ფეხბურთელთან, რომელმაც დიდ ევროპულ სტადიონებზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია? ქართველი ნახევარმცველი უმართავი იყო, ჟინისა და შინაარსის გარეშე.

ქვილითაიას არაერთი გადაცემა გაუკეთეს, იბრძვის, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე სუსტად გამოიყურება.

დაუშვილს მეტოქის შეჩერება მხოლოდ წესების დარღვევით ან ყოველ მატჩში წითელი ბარათით შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
გამაღიზიანებლები არიან თავიანთი... გრძნობების გარეშე.
ნამდვილი ჟურნალისტის უზუსტესი ანალიზი.აქ ყველას ერიდება თქმა, იყვირონ სხვებმა და ვიყვირებ მეც!
ქომაგი
20 სექტემბერი 2021 22:44
0
სამოყვარულო გუნდშიც არ ავიყვანდი ოქრიაშვილისნაირ ფეხბურთელს
Emre
20 სექტემბერი 2021 17:30
0
აი მაგალითი მოგვცეს როგორ უნდა ვაკრიტიკოთ ქართველმა ჟურნალისტებმა ყველა გაჩუმებულები რ ხართ
ელგუჯა
20 სექტემბერი 2021 12:47
0
ოქრის უთამაშია მაინც ოდესღაც ფეხბურთი, ქვილითაიამ შეიძლება მოუმატოს და რაღაცა დადგეს მაგისაგან, დაუშვილი უნიჭოა და უნიჭო დარჩება ბოლომდე. ნაკრებიდან შორს სამივე ეს ბალასტი.
20 სექტემბერი 2021 12:32
1
ნაკრებს სანიოლი კი არ ანგრევს,არამედ ვინც ის მოიყვანა. ქვილითაია, დაუშვილი და ოქრი რომ გეყოლება გუნდში, რა წარმატებაზეა საუბარი? კვიპროსელი ჟურნალისტი მიხვდა ამას და ჩვენ რა გვჭირს ნეტა? ფეხბურთელები გვყავს, მხოლოდ ვინც იმსახურებს ნაკრებს, მას არ იძახებენ და ამ ხლამს ათამაშებენ.არაბიძეც მაგატმა გააფუჭეს, იმენნა გაუჩალიჩეს ბიჭს, რამდენი კიდე რატო?> მე კი ვიცი რატომ და თქვენ? ჯურნალისტებო, რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული? ტქვენც წილში ხარტ? რამდენ პროცენტში? თავმოყვარე ქვეყანაში ამ ფედერაციას, დიდი ხანია ციხე მოვლილი ექნებოდათ უკვე. და არა მარტო.
ლევან მაღლაკელიძე
20 სექტემბერი 2021 11:06
2
დაამატეთ ამათ ყაზაიშვილი და გასაგებია რაც არის საქართველოს ნაკრები. მეცოდება სანიოლი, არ ჰყავს ფეხბურთელები
თამაზი
20 სექტემბერი 2021 10:23
0
მაგათი ფეხი არ იყოს ნაკრებში! კიდევ თუ ეგენი (თუნდაც რომელიმე) სანიოლმა ოქტომბერში გამოიძახა, მაშინ შეგნებულად ანგრევს ნაკრებს
ტყეშელაანთ გიჟი
20 სექტემბერი 2021 10:13
0
რა ადექვატური კომენტარებია -შესაფერისი
სოსო
20 სექტემბერი 2021 09:11
0
რა კომპეტენტურად და სწორი ტერმინოლოგია მოუძებნა ჟურნალისტმა ქართველების თამაშს.. მართლაც რომ არ არიან იმ ფორმაში რაც იყვნენ მინიმუმ 5 წლის წინ
თემო
20 სექტემბერი 2021 07:41
0
თემურს რად დაშორდნენ, რადა??
გადასარევი გიორგი
20 სექტემბერი 2021 06:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული