ბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი და "ვალენსია" "ლა ლიგაში" პირველად დამარცხდნენ - მადრიდის "რეალის" გამუდმებულ იერიშებსა და ზეწოლას ვერც "ღამურებმა" გაუძლეს და ქართველმა კიპერმაც შეცდომა დაუშვა.

AS:

"მამარდაშვილმა თავის პირველ დიდ მატჩში არაერთი ბურთი დაბლოკა - ჯერ აზარის, შემდეგ ვალვერდეს, ბენზემას დარტყმის ეპიზოდში კი პოზიცია სწორად ეკავა.

გიორგიმ მაინც გაუშვა - ჯერ რიკოშეტით, მეორე გოლის ეპიზოდში კი კარიდან გამოსვლის დრო არასწორად შეარჩია, რაც ბენზემამ არ აპატია."

"ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი, მატჩის შემდეგ, ბოლო წუთებში გუნდის საერთო სისუსტეზე მიუთითებდა:

"ჩვენ დავიღალეთ და მეტოქეს ბევრი
ჩაწოდების შესაძლებლობა მივეცით, რა დროსაც მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა."

Sportall.Ge

Sofascore-მა გიორგი 6,9-ით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და "ვალენსიას" დაცვის ხაზის წევრებს აღემატება. Whoscored-მა "ღამურების" კიპერს 7 დაუწერა.

ყველაზე გამორჩეულები კარიმ ბენზემა (8.5) და ვინისიუს ჟუნიორი (8.4) იყვნენ.

Sportall.Ge

"ვალენსიას" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს - 22 სექტემბერს "სევილიას" ესტუმრება, 25-ში კი "ბილბაოს" მიიღებს.

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
როცა რეალთან გაქვს თამაში და ემოცია პიკს აღწევს ნერვბეის თამაში იწყება. ეს ეტყობოდა გიორგის, დარტყმების მომენტშიც უჭირდა ბურთის შეკავება რაც სხვა თამაშებში პრობლემა არ იყო.მთავარია ეს პრობლემა მკინვეულად არ აღიქვას და გააგრძელოს პორგრესი. დიდი პოტენციალი აქვს და წარმატაბები შემდეგ თამაშებში
Nick
20 სექტემბერი 2021 10:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული