რამოსი და ბენზემა კვლავ ერთად? - "სევილიას" ვეტერანი მცველის შენარჩუნება გაუჭირდება

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, დიდია იმის შანსი, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სერხიო რამოსმა "სევილია" დატოვოს.

ანდალუსიელებს კლუბის ვეტერანთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, თუმცა ფინანსური პრობლემები აქვთ, რადგან ევროტურნირების საგზურს ვეღარ მოიპოვებენ.

თავის მხრივ, 37 წლის უკანახაზელის მიმართ ინტერესს "ალ-იტიჰადი" იჩენს, სადაც სერხიოს ყოფილი თანაგუნდელი კარიმ ბენზემა ასპარეზობს.

რამოსი "სევილიას" სექტემბერში დაუბრუნდა. მან ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვა კლუბი რო იყოს კიდე ჰო მარა ფული ისედაც თავზე საყრელად გაქ რატო არ უნდა დათახმდე იმდენ ხელფასს რამდენი საშულებაც აქვთ ევრო ტურნირზე ვერ გასვლა მიზეზი ვერ იქნება რადგან არაბეთის კლუბი არ ტამაშობს ევრო ტურნირზე კარიერის დასასრულებლად იდეალური ადგილია
ნოდო
18:14 08-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული