სლუცკი: კვარაცხელიას მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უამრავი ჰემატომა - მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია

AutoSharing Option
"ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (1:3) "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი 77-ე წუთზე გააძევეს. ნამატჩევს სლუცკიმ მსაჯი სერგეი ივანოვი მკაცრად გააკრიტიკა:

"რომ ჩამოვთვალო ფოლების რაოდენობა, რომლებიც იყო და რომლებზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა, მე ხელებსა და ფეხებზე თითები არ მეყოფა. მთელს მსოფლიოში იცავენ შემტევი ტიპის ფეხბურთელებს და სწორადაც იქცევიან. ჩვენთან კვარაცხელია მთლიანად "ყინულზე ზის", მილიონი დაჟეჟილობა აქვს, უბრალოდ უამრავი ჰემატომა. ალბათ, თვითონ დაიშავა საკუთარი თავი. ამიტომ ვთვლი, უკვე
ვთქვი ფლეშ-ინტერვიუში, რომ მსაჯი ივანოვი პროფესიულად გამოუსადეგარია.

Sportall.Ge

მე არ დავეთანხმე მის გადაწყვეტილებას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არანორმატიული ლექსიკა არ გამომიყენებია. ვუთხარი, რომ განუსაზღვრელი როდენობის დარღვევებს არ აქცევს ყურადღებას და კვარაცხელიას ან ინ ბომის სტილის მოთამაშეებს და არა მარტო მათ, იგივე ეხება "ზენიტის" ფეხბურთელებს, ანუ კრეატიულებს გაფრთხილება სჭირდებათ. ის კი უგულებელყოფს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების მიმართ დაუსრულებელ უხეშობებს, არსებითად უფლებას აძლევს მათ წინააღმდეგ წესების დარღვევას, რაც ტრავმებს იწვევს. მე ვუთხარი, რომ ხალხი კვარაცხელიას თამაშის სანახავად მოდის, ან მალკომის, ამ ძიუბასი, მაგრამ არა ბატონი ივანოვის.

ჩემი აზრით, მსაჯობის დონე კატასტროფული იყო. შემთხვევით არ არის, რომ 15 წლის მანძილზე კარიერაში, თითქმის 600 მატჩში, მხოლოდ ორჯერ გამაძევეს და ორივეჯერ ივანოვმა. ის განზრახ ეძებდა მომენტებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
სხვა გზა არ არის, რუსეთში ვინმე წონიანმა კრიმინალმა უნდა გააკეთოს პრაგონის პონტში, ვინც ხვიჩას დაამტვრევს, ფეხები დაეცხრილებაო.! ალბათ ესე თუ გადარჩება ეგ ბიჭი, თორემ სხვა მხრივ, გაზაფხულამდე ვერ გაატანს ჯანმრთელად, უბრალოდ სხვა შანსი არა გვაქვს, არც ჩვენ და არც ხვიჩას.....
აბა პრემიერი ხომ არ იტყვის, ან ქეცბაია და არველაძე? მაგათ რომც თქვან, ვის დაუჯერებს როო?
კ ო მ ბ ლ ე
21 სექტემბერი 2021 11:25
12
აი ამიტომ უნდა წამოსულიყო წელსვე კი სხვა ქვეყნებშიც ურტყამენ ერთმანეთს მარა რუსეთში განსაკუთრებული დავალება აქ ყველა კლუბს ლოგიკურად ერთხელ ვეღარ გადარჩება მძიმე დიდ ხნიან ტრავმას ასე თუ გაგრძელდა მასზე ნადირობა ფეხბურთელების მხრიდან მითუმეტეს რუსეთი ერთერთი უხეში ლიგაა
ნოდო
21 სექტემბერი 2021 09:42
8
ხვიჩა ძალიან მეცოდება, დამპალი უხეში ფეხბურთელების გამო. რა გახდა ერთი ისეთი ევროპული გუნდის გამონახვა, რომ ხვიჩამ უშველოს თავს, სანამ რამე არ დამარვია ამ დეგენერატების ხელში. ერთი აჟიოტაჟი, რრომ იყო ამდენი და ამდენი ტოპ გუნდები ინტერესდებიანო, სად არიან? რაღაც ძალიან გატრუნულები არიან? ერთი სიტყვით ხვიჩას სჭირდება კარგი გამოცდილი აგენტი, რომ დროზე უშველონ. იმედია გამოჩნდება ვინმე.
ხვიჩა გაუძელი!!!!!!!!!! გია
21 სექტემბერი 2021 09:24
4
აქ ზოგიერთს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, წერენ ქართულ გუნდში გადმოვიდესო. ბიჭი წელიწადში ნახევარ მილიონ ევროს იღებს და რა უნდა ქართულ გუნდში? საერთოდ დაანებებს თამაშს თავს და ქართულ გუნდში არ გადმოვა. მუქთად ხომ არ ითამაშებს? რომ არ იცით, ნუ წერთ რაღაცებს.
ვახო
21 სექტემბერი 2021 03:51
5
არასად არ უნდა ჩამოვიდეს სადაც არის კარგადაა, მოუმატებს უკეთეს გუნდში ითამაშებს არ მოუმატებს და რუბინის დონეს ყოველთვის გაქაჩავს.
semi
21 სექტემბერი 2021 10:24
2
ასე იყო ნაკრების თამაშების წინ, ტრავმა რომ მიაღებინეს. თავად ეუბნებოდა სლუცკის, რომ ზედმეტად არ დაეტვირთა. ნაკრებში უნდოდა თამაში. არ გამოვიდა, მაინც დაიტრავმა. და ახლაც იგივე ხდება. დღეს რეებიც უქნეს, სრულიად საკმარისია კიდე ტრავმა მიეღო. შეიძლება ოქტომბრის სანაკრებოზეც ვერ ჩამოვიდეს,დააკვირდით ხალხო როგორ ეთამაშებიან. უხეში ფეხბურთის მეტი რა მინახავს, მაგრამ რუსული არის საშინელი. ტექნიკური ფეხბურთელები რუსებს არ ჰყავთ და ტექნიკური ფეხბურთელების წინააღმდეგ მიდიან ბოლომდე გასაწირად.
პესიმიზმი მიტევს, მგონია ტალანტს ვკარგავთ და რუსების გამო...ეგ ორმაგად აუტანელია
Michael
21 სექტემბერი 2021 03:34
8
სლუცკიმ უკვე ბევრჯერ ახსენა, რომ განზრახ ურტყამენ უხეშად. სულ ეგრე ვფირობდი, რომ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, არასოდეს მჯეროდა რაღაც შეთქმულების, რომ თითქოს ვინმე განზრახ ამტვრევს. მაგრამ ბოლო დროს რასაც ვუყურებ მის წინააღმდეგ ლამისაა ეგეც დავიჯერო.
ასე მართლა ვერასოდეს გააღწევს რუსეთიდან. მუდმივად ტრავმებში იქნება. როგორ შეიძლება ამ ბიჭის ტალანტი დაიკარგოს. რა უსამართლობაა
Herbst
21 სექტემბერი 2021 03:29
2
მოამტვრევენ ფეხს ძირში და დაუსრულებენ კარიერას. ძალიანაც სწორად იქცევა, რომ თავს უფრთხილდება. მაინც არავინ დაუფასებს. არ უნდა ამას დიდი მსჯელობა.
სანდრო
21 სექტემბერი 2021 01:28
3
სამწუხაროდ ხვიჩას სტილში მოთამაშე ფეხბურთელებს ხშირად ურტყამენ ფეხებში მარტო რუსეთში კიარა იტალიაშიც ესპანეთშიც და ინგლისში განსაკუთრებით რუსეთი არაა გამონაკლისი მაგ მხრივ სლუცკი კარგი მწვრთნელია და აშკარა რომ ის ზრუნავს და მაქსმალურად ეხმარება კვარაცხელიასაც და სხვა ფეხბურთელებსაც,მაგრამ რეალურად დღეს რუსეთის ყველაზე ძლიერი გუნდია ზენიტი ფინანსებით დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული ბევრ გრანდს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი რამდენიც ზენიტს და მსაჯებიც ეხმარებიან სპარტაკი ზენიტან შედარებით არაფერს წარმოადგენს თუ ფინანსებით ინფრასტრუქტურით და ავტორიტეტით შევაფასებთ უბრალოდ გაცილებით ტიტულოვანი გუნდია და ზენიტის ლეგიონერებიც საკმაოდ მაღალი კლასის და კვალიფიკაცის ფეხბურთელები არიან.
სამწუხაროდ რუბინს არანაირი პირველი მეორე ან თუნდაც მესამე ადგილის შანსი არ აქვს ჩემპიონატში გაცილებით უფრო ძლიერია ზენიტიც სპარტაკიც ლოკომოტივიც და კრანოდარიც ამიტომაც მწყდება გული რომ ისევ იმ გუნდში და ჩემპიონატში დარჩა საიდან არ აქვს შანსი არც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ან ევროპა ლიგაზე სადაც ვინმე კაი გუნდი დაინახავს როგორც ჰალანდი დაინახეს და წაიყვანეს და პლიუს ყაზანის რუბინის ფეხბურთელში რომ ვინმე 20 მილიონის გადახდაზე დაიყოლიო ევროპაში ეგ ძალიან რთულია ზენიტიც და სპარტაკიც კი იყოყმანებენ მაგაზე არათუ მარტო ევროპელები.
ზურა
21 სექტემბერი 2021 01:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული