საქართველოს ნაკრებისა და "ულსან ჰიუნდაის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში მე-7 გოლი გაიტანა.
ვაკომ ამჯერად თავი "პოჰან სტილერსის" წინააღმდეგ გამოიჩინა - ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულდა.
ყაზაიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს. "ულსანმა" შეხვედრა 10 კაცით დაასრულა, თუმცა მაინც მოიგო - 2:1.
ქართველის გუნდს 58 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "ჯეონბუკ მოტორს" 1 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ "ულსანი" და "ჯენბუკი" ერთმანეთს აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშიც შეხვდებიან.