ლობჟანიძე და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, სტუმრად 2:0 დაამარცხა "გიოზთეფე".

ლობჟანიძემ ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო, 78-ე წუთზე დიუფს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ანგარიში 2:0 გახდა და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველმა ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

დიუფმა დღეს დუბლი შეასრულა, გასულ ტურში კი გოლი ასევე საბას პასით გაიტანა.

"ჰათაისპორმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბეშიქთაშს" 1 ქულით  ჩამორჩება და 26 სექტემბერს "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Martalia ragac ise veraa yvela tamashze minimum xuti camyvani fexburteli gvaklia tan ise rom gaurkvevelia rato ar chamodian nakrebshi aravin xsnis amas.
Ucxo
24 სექტემბერი 2021 08:45
0
სანიოლის გაშვება ხომ არ უნდათ?
აშკარად რაღაც ხდება?!
თენგო
23 სექტემბერი 2021 13:33
0
მე ვფიქრობ ფეხბურთელები აქ არაფერ შუაში არ არიან , ვიღაცას არ აწყობს და არ მოსწონს საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობით თამაში , მაკედონიის მერე მაგის სუნი მცემს , არ არის ჯანსაღი სიტუაცია , თან ყველა თამაშის დროს , შემტევები გვყავს ტრამვირებული . კი ვხვდები ქაი საიდანაც უბერავს ..!!!
ATP 16
23 სექტემბერი 2021 11:01
1
ჩაწოდებაზე ეტყობა, რომ კლასი აიმაღლა, ბოლო წუთებზე ასეთი ჩაწოდება ძალიან ძვირად ფასობს, ყოჩაღ საბა, მაგრამ ნაკრები???
23 სექტემბერი 2021 10:24
0
წარმატებები საბას,მაგრამ მართლაც უცნაური უიღბლობაა ნაკრებისთვის ,მაინცდამაინც აქ ჩამოსვლის დროს ტრამვა.
Joko
23 სექტემბერი 2021 08:15
0
უცნაური უიღბლობა ისაა, როცა ფეხბურთელი გამოგიცხადებს ტრამვა მაქვსო და შეკრებაზე არ ჩამოვა. თუ უკვე ნაკრების შეკრებაზეა ჩამოსული და ვარჯიშზე დაშავდა და ტრამვა ნაკრების ექიმმა დაუდგინა, როგორც საბას, აი ეგ მართლა უიღბლობაა და ასეთი კომენტარებით გულს ნუ ტკენთ ფეხბურთელს
ლადო
23 სექტემბერი 2021 11:07
0
ამათი ვეღარ გავიგე რა იტყვი რამეს და არ უნდა თქვაო მარტო ნაკრების თამაშებზე იმტვრევით თქვე დალოცვილებო?
912
23 სექტემბერი 2021 01:59
3
აზრი? მოვა აგერ ოქტომბერი რაღა დარჩა და ნახავთ ვინც ეხლა რაღაცას თამაშობს ყველა ტრავმას მიიღებს. უკვე მეცინება ჩვენს ფეხბურთელებზე თუმცა სატირლად გვაქვს საქმე
)))
23 სექტემბერი 2021 01:23
3
კარგი გუნდი ჩანს და საბასაც წაუვიდა ამ გუნდში თამაში წარმატებები და იმედი მაქვს ასევე გაგრძელებს.
გელა
23 სექტემბერი 2021 01:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული