თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, სტუმრად 2:0 დაამარცხა "გიოზთეფე".
ლობჟანიძემ ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო, 78-ე წუთზე დიუფს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ანგარიში 2:0 გახდა და 85-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველმა ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
დიუფმა დღეს დუბლი შეასრულა, გასულ ტურში კი გოლი ასევე საბას პასით გაიტანა.
"ჰათაისპორმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბეშიქთაშს" 1 ქულით ჩამორჩება და 26 სექტემბერს "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.
აშკარად რაღაც ხდება?!