"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ

AutoSharing Option
"სევილია"-"ვალენიას" (3:1) მატჩს ესპანურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Marca:

"მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი მივიღეთ - "ვალენსიას" კიპერმა "სევილიას" მე-2 ბურთი მას შემდეგ აჩუქა, რაც ის მცველ ლოტოს მოხვდა. მისი ქრონოლოგია ასეთი იყო:

1. ჩაწოდებული ბურთი მცველს ზურგზე ხვდება;

2. ბურთი მიმართულებას იცვლის და მეკარის საჯარიმოსკენ ეშვება;

3. მამარდაშვილი არადამაჯერებელია;

4. ბურთი ქართველ მეკარეს თავზე გადაახტა და ბადეში აღმოჩნდა."


Sportall.Ge

AS:

"თუკი გიორგის ლა ლიგის პირველი ტური არასდროს უნდა დაავიწყდეს, "სანჩეს პისხუანზე" გამართული შეხვედრა თავიდან მალე უნდა ამოიგდოს. მეკარეს სამივე
გოლის ეპიზოდში იღბალმა ზურგი აქცია - ჯერ ცენტრში დარჩა, მეორე გოლისას სერიოზული შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი კარიდან ნახევრად გამოვიდა და ბურთი თავზე გადაუგდეს. თითქოს ორი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო, თუმცა მაინც შეეძლო, სხვაგვარად ემოქმედა.

მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორი კარგი დარტყმა მოიგერია - რაფა მირისა და ენ-ნესირის."

Moviesonline -
ი - "Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში" - სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს, სადაც წერია:

"ლოპეტეგის გუნდმა შეხვედრა მშვენივრად დაიწყო. სევილიელებმა მეტოქის მარცხენა  ფლანგზე სისუსტე იპოვეს და ის გონსალო მონტიელმა (24 წლის არგენტინელი მარჯვენა მცველი) აიკლო. 

შეხვედრის მეორე გოლი აბსურდული გამოდგა. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე "ღამურების" მარცხენა მცველი იყო, მაგრამ მამარდაშვილიც ძალიან გაუგებრად მოიქცა - ორი ნაბიჯი წინ გადადგა და ლატოს ბურთის თავზე გადაგდების უფლება მისცა."

Sportall.Ge

Sofascore-მა  "ვალენსიას" მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ავტოგოლის გამტანს, 23 წლის ტონი ლატოს დაუწერა - 5.9, საუკეთესო კი 21 წლის ნახევარმცველი ჰუგო დურო იყო - 6.9.

შაბათს, 25 სექტემბერს (18:15 სთ), "მესტალიაზე" "ვალენსია"-"ბილბაო" გაიმართება.

alt"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
შეცდომები, რომ დაუშვა ფაქტია, მარა უიღბლობაც, რომ იყო ესეც ფაქტია.
jjj
23 სექტემბერი 2021 14:10
4
ძალიან მაგარ პრესშია რააა.// მაგარამ ასეთია სპორტი!!! არ მინდა კრიტიკული ვიყო მაგრამ, ამჯერად დათვური სამუშაო გამომივა რომ ვთქვა არაფერი ბრალი იყო გიორგისი თქო!! ორი გოლი მინიმუმ მაგის ბრალი იყო!! გამოფხიზლიდი ეხლა ! მორჩა სიზმარი!! გუშინწინ რეალს ეთამაშა გუშინ სევილიას და ვეღარ მოვიდა აზრზე!! ხო ხედავ რო ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ რელაშიც და სევილიაშიც, გადააგორე ეხლა ეგეც და მორჩი ამ პანიკას!! შეცდომებზე სწავლობს ყველა და ყურების ჩამოყრის დროს ნამდვილად არაა! ამხელა სკოლა გაიარე ამ 6 თამაშში, შენი ასაკის ზოგი მეკარე რომ ვერც კი იოცნებებდა და შენ მანდ ხარ უკვე!!! ასე რომ მორჩა ტირილის და ვაი-უის დრო! გადი და დაამტკიცე რა შეგიძლია თორე მოგიწევს სამტრედიაში ან დინამოში უკან , გამხმარ ბალახზე ხტუნაობა!!
Vasili
23 სექტემბერი 2021 14:04
0
რაც მაგას ქება და დიდება ჰქონდა მედიასა თუ ინტერნეტ სივრცეში, მეტი გამხნევება რაღა იქნება.)))
გეგი-ს
23 სექტემბერი 2021 19:41
0
გეთანხმებით და აქ მთავარი ისააკიდევ რომ მხარიდ ავუიროთ და გავამხნევოთ,ამას დიდი მნიშვნელობა და სტიმული აქვს.მთავარია მობილიზდეს და დალაგდეს.ხოდა გიორგი მოიკრიბე ძალები,გააკეთე ის რაც ყველაზე კარგად გამოგდის და რისთვისაც დაგადგეს თვალი.შენ ეს შეგჰიძლია და უნ დაუჯერებ ბოროტ ენებს.უბრალოდ მუშავე იშრომე იბრძოლე მთელი სენი არსით და დამიჯერე შედეგს იმაზე მეტს მიირებ ვიდრე შენ და ჩვენ ყველანი ერტად აარებულნი ველით.
გეგი
23 სექტემბერი 2021 15:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული