"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ

AutoSharing Option
"სევილია"-"ვალენიას" (3:1) მატჩს ესპანურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Marca:

"მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი მივიღეთ - "ვალენსიას" კიპერმა "სევილიას" მე-2 ბურთი მას შემდეგ აჩუქა, რაც ის მცველ ლოტოს მოხვდა. მისი ქრონოლოგია ასეთი იყო:

1. ჩაწოდებული ბურთი მცველს ზურგზე ხვდება;

2. ბურთი მიმართულებას იცვლის და მეკარის საჯარიმოსკენ ეშვება;

3. მამარდაშვილი არადამაჯერებელია;

4. ბურთი ქართველ მეკარეს თავზე გადაახტა და ბადეში აღმოჩნდა."


Sportall.Ge

AS:

"თუკი გიორგის ლა ლიგის პირველი ტური არასდროს უნდა დაავიწყდეს, "სანჩეს პისხუანზე" გამართული შეხვედრა თავიდან მალე უნდა ამოიგდოს. მეკარეს სამივე
გოლის ეპიზოდში იღბალმა ზურგი აქცია - ჯერ ცენტრში დარჩა, მეორე გოლისას სერიოზული შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი კარიდან ნახევრად გამოვიდა და ბურთი თავზე გადაუგდეს. თითქოს ორი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო, თუმცა მაინც შეეძლო, სხვაგვარად ემოქმედა.

მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორი კარგი დარტყმა მოიგერია - რაფა მირისა და ენ-ნესირის."

Moviesonline -
ი - "Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში" - სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს, სადაც წერია:

"ლოპეტეგის გუნდმა შეხვედრა მშვენივრად დაიწყო. სევილიელებმა მეტოქის მარცხენა  ფლანგზე სისუსტე იპოვეს და ის გონსალო მონტიელმა (24 წლის არგენტინელი მარჯვენა მცველი) აიკლო. 

შეხვედრის მეორე გოლი აბსურდული გამოდგა. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე "ღამურების" მარცხენა მცველი იყო, მაგრამ მამარდაშვილიც ძალიან გაუგებრად მოიქცა - ორი ნაბიჯი წინ გადადგა და ლატოს ბურთის თავზე გადაგდების უფლება მისცა."

Sportall.Ge

Sofascore-მა  "ვალენსიას" მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ავტოგოლის გამტანს, 23 წლის ტონი ლატოს დაუწერა - 5.9, საუკეთესო კი 21 წლის ნახევარმცველი ჰუგო დურო იყო - 6.9.

შაბათს, 25 სექტემბერს (18:15 სთ), "მესტალიაზე" "ვალენსია"-"ბილბაო" გაიმართება.

alt"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
გამოცდილება დიდი ძალაა და ადამიანს მხოლოდ მაშინ აძლიერებს,თუ თან მის სწორ ანალიზს აკეთებ.ტყუილად არ უთქვამთ,ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს,სულელი კი,საკუთარზეც ვერაო.გიორგიმ დროის მცირე მონაკვეთში,აღზევებაც გამოსცადა და დაცემაც.თუნდაც სილესენი დააყენონ ძირითადში,მან უკვე დაამტკიცა,რომ დიდი პოტენციალი აქვს და თამაში შეუძლია,თანაც დრო ექნება,შეცდომები გაიაზროს და რაც ნაკლოვანებები აქვს,გამოასწოროს.მაშინ მომდევნო დაბრუნება,გაცილებით უფრო უკეთესი და ხანგრძლივი აღმოჩნდება.თუ ისევ მას ენდნენ,მაშინ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა,დაივიწყოს შეცდომები და გაორმაგებული კონცენტრაციით ითამაშოს.თვითონვე ამბობდა ხოლმე,კონცენტრაციას ხშირად ვკარგავო და აქაც შეინიშნებოდა ეს ნაკლი,გადაწყვეტილების სწრაფად ვერ მიღებასთან ერთად.ერთი სიტყვით, ვალენსიამ ჯერ სამოთხე მოგატარა,შემდეგ ჯოჯოხეთშიც ჩაგახედა და ახლა შენზეა,საით ეცდები წასვლას.დარწმუნებული ვარ,ყველაფერი კარგად იქნება.შენი ადგილი,ძირითადშია გიო!შესაძლოა ხვალე არ გენდონ,მაგრამ ძალიან მალე დაიკავებ.
სოსო
14:41 24-09-2021
0
მე გიორგის იმას ვეტყოდი, რომ ასეთ დროს უმეტესობა ადამიანი მეკარის მხარესაა. მოწინააღმდეგე გუნდის ფანებიც კი, თუ ჩანს რომ ნერვიულობის და რაღაც კურიოზის გამო გადის გოლი. ასე რომ მგონია შანსი კიდევ იქნება, თუ ამ მატჩში არა, შემდეგში და უკვე დროა რომ ნელ-ნელა დაიკიდოს ფეხებზე ეს ავტორიტეტები და სახელები. უნიკალური რეაქციების და ნახტომების შესაძლებლობები აქვს, მაღალია, ძალიან კარგად თამაშობს ფეხით, გრძნობს ტემპს, ალაგებს და აჩქარებს თამაშს, ყველაფერი აქვს მგონი მეკარისთვის - გამოსვლებზე თავდაჯერებულობის გარდა და ეს მარტო გამოცდილების კი არა ნებელობის ამბავიც მგონია. ყოყმანი არ არის საჭირო, თუ გრძნობ რომ გამოსვლის დროა, ნაგლად და გაბედულად უნდა გამოხვიდე. მეტი სითამამე , დაიკიდე ლა ლიგაში ხარ თუ გორის დილას წინ. წარმატებები გიორგი
გადასარევი გიორგი
01:51 24-09-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული