"ვალენსია" ლა ლიგის მე-7 ტურში ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს. შეხვედრისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, ასევე, ძირითად თერთმეტეულში შესაძლო ცვლილებებზე მიანიშნა. ჩამოთვლილთაგან იასპერ სილესენის სახელიც ფიგურირებს:
"მე, ჩვეულებრივ, ფეხბურთელებს, პატივისცემიდან გამომდინარე, არ ვასახელებ. ბოლო ტურამდე გიორგი თამაშობდა, თუმცა მასთან ერთად გუნდში მისი კომპანიონებიც გვყავს. ეჭვგარეშეა, ჩვენ კონკრეტული შეხვედრისთვის საუკეთესო ფეხბურთელს ვეძებთ" - განაცხადა ბორდალასმა.
"სევილიასთან" ცუდი თამაშის შემდეგ ქართველი მეკარე დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა ანდალუსიელებთან შეხვედრაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც სოციალური ქსელის მეშვეობით მკაცრად გააკრიტიკეს.
მომზადებულია
eldesmarque-ის მიხედვით