"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:

"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".

შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგია ხვიჩაც და ჩაკვეც …წიტაიშვილიც რომ დაემატათ მაგრამ სერიოზულ დონეზე ვერ ავალთ თუ ბურთის ამოტანა დაცვიდან არ იქნა და თან ეს მაღალ სისწრაფეებზე უნდა კეთდებოდეს ….ეგეთი კი არავინ გვყავს ბურთი ჩაჭრას და აართვას ( კანკავა კი მაგრამ ბერდება) და თან წინ წაიღოს და სწორი პასიც გააკეთოს ….!!!! არის ერთი ეგეთი ქართული გვარით ( არ ვიცი რამდენად ქართველია) მას მართლაც შეუძლია ჩაჭრაც ართმევაც ბურთის საჯარიმომდის მიტანაც და კარგი პასიც აქვს ( წელიწადზე მეტია ვაკვირდები ) მაგრამ არ მოდის ჩვენ ნაკრებში დაა….აი ეგეთ დონის საყრდენი რომელსაც შეტევის წამოწყება შეუძლია და თან ცენტრიდან ( აბა არ ჭრის მხოლოდ ამ ფლანგებზე ტყუილად სირბილი რომ ჩააწოდონ მაშინ ცენტრალური თავდახსმელი მინიმუმ ვიერი ან ლუკაკუ უნდა გყავდეს) ასე რომ როგორმე დაკერეთ ეგ მარადიშვილი ან ვინმე მსგავსი იპოვეთ უკეთესია ორი …))) არადა ტიპს 120 წუთი შეუძლია სირბილი და თან სიჩქარეებზე და არა ძუნძული თან უკან პასი მგონი საერთოდაც არ იცის ….ბევრი არ დამეთანხმება ბევრი სახვეწარი რა გვჭირსო …ნუ თუ ეგ ვერა და არა ეგეთები ჟანგბადივით გვჭირდება …ბოლოსდაბოლოს გამოზარდეთ ვინმეეეეე….!!!!
ეჰააა
25 სექტემბერი 2021 17:30
2
მარადიშვილი კარგი იქნებოდა მაგრამ ვერ მოილაპარაკეს
ელგუჯა
25 სექტემბერი 2021 19:04
0
ჩვენი მთავარი პრობლემა თავდასხმის ცენტრშია. ამომტანიც გვჭირდებამ პასის მიმცემიც, დამცველიც მაგრამ უშუალოდ წინ ვინც იმოძრავებს ყველა მიმართულებით, გახსნიდ ზონებს, იბრძოლება ბურთისთვის და კარში დარტყმის დროს თვალებს არ დახუჭავს. ეგ არის მთავარი პრობლემა მაკედონიასთან არ მოგების და წელს ჩასვრის.
ჰაჰა
25 სექტემბერი 2021 19:17
1
ქართველს გადაჭარბებული და ცაში ამყვანი ქება არ უხდება. აი უმთავრესი მიზეზი.
ცოტაც და წალენჯიხის სქურის მაისურს მოირგებს...
კაცი
25 სექტემბერი 2021 16:47
8
თუ ადამიანები გქვიათ მოაშორეთ რუსეთს.
ილია
25 სექტემბერი 2021 14:00
8
ტრავმას თავი როგორ უნდა აარიდოს ეგეც სასწავლი აქვს
ზაზა
26 სექტემბერი 2021 08:15
0
ამ ჟურნალისტს არიენ რობენი სმენია?
ლადო
25 სექტემბერი 2021 16:35
1
რობი! კარგად უნდა დააკვირდეთ და დაინახავთ, რომ ხვიჩა უკვე შემდგარი ფეხბურთელია, იგი მსოფლიო დონისაა.ხვიჩამ თამაშის სტილი უნდა შეცვალოს. რუსები მასზე ნადირობენ, ალბათ ზემოდან აქვთ დავალება მიღებული. ყველამ დაინახა მისი შესაძლებლობები, ახლა კი მან ბურთზე ერთი შეხებით უნდა ითამაშოს, ძირითადად პასები უნდა გააანაწილოს და დრიბლინგებს იშვიათად უნდა მიმართოს თორემ რუსები ისე ჩაჩეხავენ ტრამვები შეიძლება წლობით ვერ მოიშოროს. მისი პასებით თამაში ევროპელებს უფრო მოეწონებათ, ეს ხომ მათი თამაშის სტილია.ხვიჩამ თავი აღარ უნდა შეაკლას, როცა 100%-ანი შანსი ექნება მაშინ უნდა წავიდეს დრიბლინგზე.ასე თუ გადაარჩენს თავის კარიერას,სხვანაირად სულ ტრამვებში იქნება.
გიგა
27 სექტემბერი 2021 21:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული