მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო
მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.
„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.
მოსკოვი. „VTB არენა“
დინამო (მ) - რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)
ისე მაკაროვს რო გაყიდი და ჰაკშაბანოვიჩს იყიდი უარესის ღირსი ხარ.
და საეეთოდაც დინამო მაგარი გუნდი ყოფილა და ლუკა გაგნიძეს გაუჭირდება მაგ გუნდში მოხვედრა