"ხვიჩას მოტივაციის პრობლემა აქვს?" - რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
სტუმრად "დინამოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში წაგებულ მატჩში (0:2) "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა თავი ვერ წარმოაჩინა. ყაზანური გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი კომენტარი მისმა თანაშემწემ, ოლეგ ვერეტენიკოვმა გააკეთა, რომელსაც ხვიჩაზე კითხვა დაუსვეს.

- კითხვა კვარაცხელიაზე. ხედავთ თუ არა მოტივაციაში მის პრობლემას? ყველა ფიქრობდა, რომ ის წავიდოდა. ამას არ შეიძლებოდა მასზე ემოქმედა? ცხადია, ის აღარ არის, რაც გასულ სეზონში იყო.
- მე ვფიქრობ, ასეთი საკითხი არც დგას. მოტივირებულია. უბრალოდ, ალბათ,
ისეთივე პერიოდი აქვს, როგორც დესპოტოვიჩს. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო, დიდი ხანი მოუნდა აღდგენას და ჯერ თავის ასპროცენტიან კონდიციებში არ იმყოფება. ეს არ აძლევს იმ კაშკაშა თამაშის ჩვენების საშუალებას, რომლის უნარიც გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი მეზობელი ყიდის სახლს ვალების გამო, შვილი მივიდა ეუგნება მამა სახლს რო ყიდი ჩვენ სად წავიდეთო ეჰ შვილო ნუ გეშინია მევალების დასამშვიდებლად ვაკეთებ მაგს თორემ ისეთ ფასი დავადე ვერავინ იყიდისო... რაგაც ეს გამახსენდა არ ვიცი რატო რანაირადდ.....
0
ხვიჩა, მე არ ვიცი შენ კითხულობ თუ ატა ჩვენს კომენტარებს, მაგრამ ძალიან მინდა ვინმემ ჩემი ეს კომენტარი მოგაწოდოს. ამერიკის ყველა დროის უდიდესი პრეზიდენტის რუზველტი ამბობდა: გააკეთე რაც შეგიძლია, რაც ხელთ გაქვს და იქ, სადაც ხარ. ანუ ეს უგნურება, რომ შენ გადასვლის იმედი გქონდა, ვერ გადახვედი და ამიტომ რუბინში ცუდად თამაშობ და სხვაგან გაიბრწყინებდი, თუ ეს მართლაც ასე, მაშინ დროა ბუცები ლურსმანზე დაჰკიდო და ფეხბურთი დაივიწყო.
ჟორა გაბრიჭიძე
23:10 26-09-2021
4

სიახლეები პოპულარული