პასიური და შეცვლილი კვარაცხელია - "რუბინი" მოსკოვში დაიჯაბნა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში „რუბინი“ მოსკოვში „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო
მწვრთნელმა შეცვალა.

მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.

„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.

მოსკოვი. „VTB არენა“

დინამო (მ) - რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარაცხელიას კრიტიკის ავანგარდში ნუ ჩადგებით,პირიქით გაამხნევეთ და დაეხმარეთ ამ კრიზისის დაძლევაში.შეიძლება დეპრესიაც აქ რომ არ გამოვიდა ტრანსფერი და ვერ დააღწია თავი რუსეთს.ასეთ დროს ამოდგომა უნდა და არა კრიტიკა.
მირო
21:03 27-09-2021
0
წინა სეზონში ხვიჩა მრავალფეროვანი იყო, მახსოვს როსტოვთან ფინტების კორიანტელი, წელს რომ ვუყურებ საოცრად ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს, ერთი და იგივეს აკეთებს, რა დაემართა არ ვიცი შესაბამისად ადვილად გასაშიფრი გახდა.
ნიკო
00:07 27-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული