ხოჭოლავამ საგოლე პასი გააკეთა - "კოპენჰაგენმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 გამარჯვების შემდეგ "კოპენჰაგენმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა იცავს, ორი მარცხი განიცადა - ჩემპიონატზე "მიდტიულანდთან" და თასზე "ნიკობინგთან", დღეს კი დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში სტუმრად "ნორდსიელანდი" 5:1 გაანადგურა.

ხოჭოლავამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 10 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

"კოპენჰაგენი" 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "მიდტიულანდს" 1 ქულით ჩამორჩება და 3 ოქტომბერს "ვიბორგს" უმასპინძლებს.

30 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე ხოჭოლავას გუნდი "ლინკოლნს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ რა ემართებათ ნეტა ის გამაგებია
ალიკა
11:00 27-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული