![](https://sportall.ge/pictures/image5/c366f1077bd6088e3b053652e4b4dd81.jpg)
მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელს" კვიპროსის ჩემპიონატში საშინელი სერია აქვს - 3 შეხვედრაში ამდენივე მარცხი. გუნდში საკმაოდ ბევრი ახალწვეულია და როგორც ჩანს, შეთამაშების პრობლემაც არსებობს.
ნიქოზიურმა კლუბმა თასზე "ნეა სალამისი" 2:0 დაამარცხა, მერვედფინალში გავიდა და ხასიათი ცოტათი გამოიკეთა.
![ქართველების ორშაბათი - მონატრებული გამარჯვებისთვის და სათასო დრამის შემდეგ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4ae0a2bb05645c9ac83e1b0ae441e526.jpg)
"აპოელი "პაეკს" უმასპინძლებს (21:00 სთ), ეცდება პირველი გამარჯვება მოიპოვოს და "ანორთოსისს" ქულებით გაუთანაბრდეს. სამივე ქართველ ფეხბურთელს ისევ სასტარტო შემადგენლობაში ველით.
გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცს" ჩემპიონატში 4-მატჩიანი
![ქართველების ორშაბათი - მონატრებული გამარჯვებისთვის და სათასო დრამის შემდეგ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7d373bcc7fc361f3d614a8fcb7c84f9d.jpg)
ქართველი ლეგიონერების კლუბი მე-9 ტურში "ინჰულეცს" უმასპინძლებს (20:30 სთ) და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში გადაასწრებს კიდეც.
![ქართველების ორშაბათი - მონატრებული გამარჯვებისთვის და სათასო დრამის შემდეგ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ed7ee81f27de4dd8da893e25e67c32fd.jpg)
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" სათასო დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომელიც დრამატული გამოდგა. "ლოძთან" ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი ქართველი მცველის თანაგუნდელებმა კატასტროფულად შეასრულეს - საწყისი 4 დარტყმიდან 3 ვერ გამოიყენეს. მას შემდეგ, რაც ოთარმა ვერ გაიტანა, სერიაში საბოლოო ანგარიში - 3:1 დაფიქსირდა.
"კრაკოვია" "პიასტს" ესტუმრება (20:00 სთ) და ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოისწოროს, რადგან ამჟამად 9 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
ვაჩიბერაძე - მატჩის საუკეთესო, წიტაიშვილის 20 წუთი
ოქრიაშვილი "ოლიმპიაკოსისთვის" ემზადება
კაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]