ვაისი გოლის გატანის აუცილებლობაზე, ხოჭოლავა აუტსაიდერის წინააღმდეგ - ქართველების ჯგუფი

AutoSharing Option
დღეს, 30 სექტემბერს (23:00 სთ), კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ბერძნული "პაოკი" ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რთული შეხვედრა ივარაუდა:

"ჩვენ საკუთარ მოედანზე ცუდად დავიწყეთ და გვსურს, მდგომარეობა გამოვასწოროთ. "პაოკმა" "ლინკოლნთან" აუცილებელი ქულები უკვე მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება, რომელიც პირველი ან მეორე ადგილის ბედს გადაწყვეტს.

მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, თანაც, გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნებათ, თუმცა ჩვენ ძალა, თავდაჯერება და გამარჯვების სურვილი უნდა ვაჩვენოთ.

Sportall.Ge

პირველ რიგში,
თავი კარგად უნდა დავიცვათ, მაგრამ გოლის გატანა აუცილებლად დაგვჭირდება!"

ჯგუფის ლიდერმა, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა", სლოვაკები სტუმრად (3:1) დაამარცხა და დღეს აუტსაიდერ "ლინკოლნს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ოთხეულების გამარჯვებულები პლეი-ოფში პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებს კი ევროპა ლიგაზე მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოუწევთ ბრძოლა.

altქეცბაიასთვის ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ "გენტთან" გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული