ქეცბაიასთვის ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ "გენტთან" გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება

AutoSharing Option
დღეს, 30 სექტემბერს (20:45 სთ), კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "გენტი" "ანორთოსისს" უმასპინძლებს. ბელგიელებს ბოლო დროს კარგად ათამაშებული გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო დააკლდებათ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საკუთარი გუნდის გამარჯვება არ გამორიცხა:

"რთული თამაში გველოდება. "გენტი" ძალიან კარგი გუნდია. მჯერა, რომ ჩვენც ასეთივენი ვართ და ვეცდებით, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.

ვცდილობთ, სათანადოდ მოვემზადოთ და წარმატებით ვითამაშოთ. თუ გავიმარჯვებთ, ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება. ჩვენ მშვენიერი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს.

პრობლემები გვქონდა და სასწაულია, რომ აქ ვართ. ვულოცავ ფეხბურთელებს.
უკანა კარიდან არ შევსულვართ, ამას ვიმსახურებდით. ყველა თამაში რთული იქნება.

ჩემპიონატში ორივე მატჩში წაგებას არ ვიმსახურებთ. ჩვენ მივაღწიეთ უპირველეს მიზანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ევროტურნირებზე ვმონაწილეობთ."

შეგახსენებთ, ფამაგუსტელთა რიგებში გიორგი ლორია, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა გამოდიან.

"გენტმა" პირველ ტურში ესტონეთში "ფლორა" (1:0) დაამარცხა, "ანორთოსისი" კი სერბულ "პარტიზანთან" საკუთარ მოედანზე (0:2) დამარცხდა. ჯგუფის გამარჯვებულები პლეი-ოფში პირდაპირ გადიან, მეორეადგილოსნებს კი ევროპა ლიგაზე მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოუწევთ ბრძოლა.

altტრავმის გამო ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" ვერ ითამაშებს

altქვილითაია "ანორთოსისს" ჩაკვეტაძეზე აფრთხილებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა ქეცბას წინააღმდეგ ხო არ ითამაშებდა!
მარგალი
17:25 30-09-2021
0
ჩაკვეტაძე სანამ იქნება ბელგიაში მას არ უწერია ტოპ ფეხბურთელობა, ყოველთვის ექნება ტრავმები იმიტომ რომ ბელგია და ბელგიური ფეხბურთი არ არის ტექნიკის და დრიბლინგის მქონე ფეხბურთელებისთვის.
ფეხბურთი
12:41 30-09-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული