ხვიჩამ პენალტი გააფუჭა - "რუბინი" "ნიჟნისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის "რუბინმა" ნოვგოროდის "ნიჟნის" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა სათადარიგო სკამზე დასვა, თუმცა მალევე, 28 წუთის გასვლის შემდეგ ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად შემოიყვანა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე "კვარამ" პენალტი ვერ გამოიყენა... საპასუხოდ, 61-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ნიკოლაი კალინსკიმ თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება და შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, 10 ტურის შემდეგ "რუბინსა" და "ნიჟნის" 14 ქულა აქვთ და მე-7 მე-8 ადგილს ინაწილებენ.

ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, მოსკოვის "ლოკომოტივის"
წინააღმდეგ გამართავენ, "ნიჟნი" 17 ოქტომბერს "კრილიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემი აზრით საკმაოდ კარგად ითამაშა კარგად ამწვავებდა ორი პენალი აიკიდა(მეორეც 100% პენალი იყო) პასებსაც კარგად ანაწილებდა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა მოკლედ შედის ფორმაში და ნაკრებს ნაღდად გამოადგება !
ზურა222
02 ოქტომბერი 2021 17:46
4
სლუცკი ხვიჩაზე: ''აჟიოტაჟი მასზე გავლენას ახდენს, მისთვის ყველაფერი გართულდა'' --- ხომ გეუბნებოდით, ქართველებს ნამეტანი ქება სწყენს და წაახდენს.
კაცი
02 ოქტომბერი 2021 18:13
9
ხვიჩა არ წახდა ! ტრავმის მერე დგება ფორმაში და მალე ისევ ძველებურად და უკეთესადაც ათამაშდება და ცუდად თუ გამოიყურება ეს მისი კი არა მისი დებილი თანაგუნდელების ბრალია ! მესი და მარადონა არაა რომ მარტომ მოიგოს თამაშები !
ზურა222
02 ოქტომბერი 2021 19:08
1
ცხოვრება ასეა მოწყობილი... ხან არმართია, ხანაც დაღმართი... დროულად წამოდექი ფეხზე მეგობარო! ყველაფერი წინ გაქვს ხვიჩა, შემოგევლე. მთელი კარიერა და არ დანებდე, არაფრის მიუხედავად. ყოველ შენს ჩატარებულ მატჩს ვუყურებ. გგულშემატკივრობ. რაღაცეები არ მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი, ან სუსტი ხარ. პირიქით. მაგარი ხარ და კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახდე. გთხოვ ხვიჩა!!! - ესპანეთს რომ გაუტანე, ისე გამიხარდა, მეზობლები რეკავდნენ, ოჯახში ხომ მშვიდობა გაქვთო?! )) კიდევ ბევრჯერ გაგვახარე რაა ძამიკო:)
ირაკლი
02 ოქტომბერი 2021 22:59
1
ნიჟნი ნოვგოროდი ფეხს რომ არ გაგანძრევიებს. მაგარი მოკლებული აქვს პლიუს პენალტი ვერ გაიტანა
ისიდორე
02 ოქტომბერი 2021 17:25
10
რა ფეხს არ გაანნძრევინებს ?? რა ვერ ითამაშა ვერ მოატყუა მცველები ?? ორი პენალი აიკიდა ბოლო ბოლო !
ზურა222
02 ოქტომბერი 2021 17:48
5
დარწმუნებული ვარ მატჩისთვის თვალი არ მიგიდევნებია... თუ გინდა ბიჭი გააძლიერო და ჯანსაღად გააკრიტიკო, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ფორმა შეარჩიე მეგობარო
ირაკლი
02 ოქტომბერი 2021 22:40
1
ხვიჩა აუცილებლად დაქაჩავს მას ისე უყვარს ფეხბურთი. მთავარია ყველა შეეშვას და აცადონ საქმის კეთება ანუ ვარჯიში. წარმატებებიიიიი , შეიძლება ეგ ჩავარდნაც უნდა გენახა ჯიგარო
სტალინი
02 ოქტომბერი 2021 21:11
1
სკამიდან დაიწყო წინა სანაკრებო თამაშის წინ კრილიასთან, მაგრამ მეორე ტაიმში გამოიყვანა და იქ ტრავმა გაუმიზეზდა. იმედია დღეს საერთოდ არ ათამაშებს ტრავმას მაინც ავიცილებთ.
ნაკრებში ჩამოვიდეს ჯანმრთელი და რუსულ გუნდში დღეს თუ არ ითამაშებენ ეგ და დესპოტი არ დაიქცევა ქვეყანა. (ისიც სკამზე იწყებს)
Herbst
02 ოქტომბერი 2021 15:11
3
გეთანხნებით. იმ ჰეთრიკის მერე დაიწყეს დანიელის გაღმერთება, არიქა კვარას დაჩრდილავსო. უკაცრავად მაგრამ ჭ კლასის ფეხბურთელებთან უწევს კვარაცხელიას თამაში და როგორ უნდა ითამაშოს ის ,რასაც მისგან ელიან. არხელა ტვირთის აკიდება არ შეიძლება აკ ბიჭზე, დღეს პენალი გააფუჭა, ნერვებმა უმტყუვნა.
მოკლედ ზამთარში ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს სადმე
Herbst
02 ოქტომბერი 2021 17:47
3
რუბინი სუსტი გუნდია რა, ეს დანიელს აქებდნენ და ნულია ტიპი, როგორ გადაიხადეს მაგაში 7 მილიონი ევრო არ მესმის, პოლონელშიც დაახლოებით ეგრე გადაიხადეს და ისიც ნულია. დესპტი ვერ თამაშობს, მარტო კვარას იმედზე არიან რომელიც დღეს შედარებით უკეთესი იყო
zaza
02 ოქტომბერი 2021 17:02
2
მშვენივრად თამაშობს ხვიჩა , საბერძნეთს და კოსოვოს დარხეული აქვთ რასაც ვატყობ )) ,რუბინი არ ვარგა უბრალოდ ,მთელი გუნდი ნაგავია პრაქტიკულად,თან ახლა თანაგუნდელებიც შურით უყურებენ 20 წლის ქართველს.ხვიჩა შენ გვერდით არის მილიონი ქართველი და ეხლა ელ ფანტასტიკო უნდა ჩაუტარო ბერძნებს და გავაჩუმებთ ჰეითერებს .
დევკალიონი
03 ოქტომბერი 2021 03:11
5
აშკარად პატარა კრიზისივით აქვს ფსიქოლოგიური. თავდაჯერება მოაკლდა. სხვას რას უნდა მივაწერო ის რომ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი ლენალტსაც კი “ოტჩაიანნად” ძალაზე ურტყამს და არ “ასრულებს”. არაუშავს, თამაშთან ერთად სპორტული ფორმაც დაბრუნდება და თავდაჯერებაც. კლასს ვერავინ წაგართმევს მეგობარო. ყველაფერი ისევ კარგად იქნება
პატარა ჩავარდნა აქვს
02 ოქტომბერი 2021 23:33
1
შეცვლაზე შევა, ბოლო 15 წუთს ითამაშებს და ტრავმას მიიღებს.
კიდე ერთი-ორი ფეხბურთელი გაიმიზეზებს ახლა ტრავმებს და გამოაკლდებიან ნაკრებს.
მარა ეგ არაფერი, ბათუმის დინამო აქვეა, შეავსებენ შემადგენლობას :D :D
GATUZO
02 ოქტომბერი 2021 16:20
6
gunds gamtamashebeli ar yavs. makarovis wasvlam deda utira rubins. xvichaze didi zewolaa fsiqologiuri amas damatebuli fexis momtvrevaze etamashebian mcvelebi. despotic fafxurobs danarchenebze arafers aghar vambob. xvicha da despoti rom moacilo albat rubini saertod gavardeba umaghlesidan. xvichas es sanakrebo tamashebi dzalian schirdeba rom tvitrwmena daibrunos. tan chakvec karg pasebs gauketesbs da moixodeba.

xvicha ar inerviulo penalts mesi yovel 5 tamashshi afuchebs magram yvelaze magaria mainc. vinc saqmes aketebs shecdomasac is ushvebs. imushave shen tavze rogorc fizikurad aseve fsiqologiurad da yvelaferi gamova itamasheb shen sanatrel realshi. mteli saqartvelo gverdshi gidgas...
xvicha
02 ოქტომბერი 2021 21:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული