ხვიჩამ პენალტი გააფუჭა - "რუბინი" "ნიჟნისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის "რუბინმა" ნოვგოროდის "ნიჟნის" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა სათადარიგო სკამზე დასვა, თუმცა მალევე, 28 წუთის გასვლის შემდეგ ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად შემოიყვანა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე "კვარამ" პენალტი ვერ გამოიყენა... საპასუხოდ, 61-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ნიკოლაი კალინსკიმ თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება და შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, 10 ტურის შემდეგ "რუბინსა" და "ნიჟნის" 14 ქულა აქვთ და მე-7 მე-8 ადგილს ინაწილებენ.

ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, მოსკოვის "ლოკომოტივის"
წინააღმდეგ გამართავენ, "ნიჟნი" 17 ოქტომბერს "კრილიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიᲩა კარგი ფეხბურᲗელია, და ბევრად უკეᲗეს მწვრᲗნელᲗან იმსახურებს ᲗამაᲨს. მიდი Ძმაო უკეᲗესი აᲩვენე, Შენ ᲨეგიᲫლია. წარმატეᲑები.
ლადო
05:01 03-10-2021
2
მშვენივრად თამაშობს ხვიჩა , საბერძნეთს და კოსოვოს დარხეული აქვთ რასაც ვატყობ )) ,რუბინი არ ვარგა უბრალოდ ,მთელი გუნდი ნაგავია პრაქტიკულად,თან ახლა თანაგუნდელებიც შურით უყურებენ 20 წლის ქართველს.ხვიჩა შენ გვერდით არის მილიონი ქართველი და ეხლა ელ ფანტასტიკო უნდა ჩაუტარო ბერძნებს და გავაჩუმებთ ჰეითერებს .
დევკალიონი
03:11 03-10-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული