"კვარა" საკუთარ თავს "დორტმუნდში", "ტოტენჰემსა" და"მილანში" ხედავდა, თუმცა "რუბინი" შემორჩა..." - რუსული მედია "თათრების" ჩავარდნას ხვიჩას აბრალებს?

AutoSharing Option
რუსული football24 ყაზანის "რუბინის" ჩავარდნაზე წერს. გთავაზობთ, ნაწილს, სადაც სლუცკისა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობენ.

"რუბინმა" სეზონი კარგად დაიწყო, პირველ სამ ტურში გაიმარვა, შემდეგ კი... ფრე "კრილიასთან" და "ხიმკისთან", წააგო "ზენიტთან", "კრასნოდართან" და "დინამოსთან", შუალედში კი სუსტ ურალს სძლია. მადლობა უნდა თქვან, რომ სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რის გამოც ახლა რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილს იკავებენ, თუმცა სავარაუდოდ, დრო და დრო ქვემოთ ჩამოვარდებიან...

რომ ვთქვათ, ყაზანელების გუნდი სუსტიაო ვერ ვიტყვით, რადგან კლუბი ფეხბურთელების ღირებულებით წელს რუსეთში მე-7 ადგილს
იკავებს, ვფიქრობ, სლუცკიმ მსაჯებთან ჩხუბის ნაცვლად ფეხბურთელების შეცვლასა და თამაშის გადარჩენაზე უნდა იფიქროს".

ჩვენ 20 წლის ქართველ შემტევზეც ვსაუბრობთ, რომელიც წლევანდელ სეზონში ცუდი თამაშით არამხოლოდ "რუბინის" გულშემატკივრებს, არამედ რუსეთის პრემიერ ლიგას აკვირვებს.

რა თქმა უნდა, ხვიჩა ოპტიმალურ ფორმაში აგვისტოში მიღებული ტრავმის გამო არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ "დინამოსა" და "ზენიტის" ფეხბურთელებმა მისი შეჩერება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლეს.

ტრავმამდე ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ კვარაცხელია ევროპაში შესაძლო ტრანსფერს ელოდა და თავს ამის გამო არ "იკლავდა", თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ტრავმა მოიშუშა, თუმცა იმის ნახევრადაც ვეღარ ბრწყინავს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხვიჩა ფსიქოლოგიურად მას შემდეგ გატყდა, რაც ზაფხულში ყაზანი ვერ დატოვა და სათამაშოდ ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში ვერ გადავიდა. "კვარა" საკუთარ თავს "დორტმუნდში", "ტოტენჰემსა" და"მილანში" ხედავდა, თუმცა საბოლოოდ, "რუბინი" შემორჩა, რა თქმა უნდა, ეს მის მოტივაციას ანადგურებს.

სიმართლე ვთქვათ, კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს, რუსეთის პრემიერ ლიგის მწვრთნელებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს, დღეს მცველებმა კარგად იციან რას უნდა ელოდონ კვარაცხელიასგან, საპასუხოდ, ქართველი თავის ფიქრებში ჩარჩა და ვეღარ პროგრესირებს... მან უბრალოდ გოლების გატანა და სპექტაკლის დადგმა შეწყვიტა" - წერს football24.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფიფია გადაიხადე 5 მილიონი და წამოიყვანე დინამოში
ზაზა
21:12 02-10-2021
2
ხვიჩას 2024-მდე რომ დაუდეს კონტრაქტი,გულში ეჭვმა გამკრა,მაგრამ თავი დავიმშვიდე.სლუცკიმაც მაგრად დაიწყო მასთან მუშაობა,მაგრამ როცა გაყიდვის დრო მოვიდა,რუბინმაც იხარბა,ხვიჩას გამიზნული მტვრევაც დაიწყეს და როცა ხვიჩამ ნახა,რომ მიტყუებულია,მგონი მოტივაცია დაკარგა.რუსები წერენ,აგვისტოში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელიო და მხოლოდ ქართველი,ვითომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა ვერ დაიკერეს,რომ მას მართლაც ტრავმა ჰქონდა.იმდენი ბოღმა და ზიზღი შეასხეს,თუ წაიკითხა,აღარც ის გამიკვირდება,ნაკრებისაკენ აღარ გამოიხედოს.ხვიჩა ემოციური ბიჭია და მეშინია დეპრესიაში არ ჩავარდეს,ჩვენი გადამკიდე.მთელი ნაკრები ავკიდეთ და თან გინებაც არ მოვაკელით,ვინ მოგცა ტრავმის უფლება,შე აფერისტოვო!ჩვენ ხომ ასე ვართ.ერთმა უნდა იბრძოლოს,იომოს,თავი შეაკლას,სხვებმა კი უყურონ და გაქირდონ,ეგ რა გმირია,მტერს მარტო ვერ მოერიაო.თუ მაინც მოერია,მაშინ კი,ქვეყნისთვის კი არ იბრძოდა,სათავისოდ ცდილობდაო,მხოლოდ.გადაჭამაო მთელი ქვეყანა,რა უფლებით ითხოვსო,პატივისცემას და ასე შემდეგ.მხოლოდ დაღუპული გმირი გვიყვარს,ჩვენ.ის ხომ არაფერს მოითხოვს და არც ჩვენ გულნამცეცობას ამხელს.
სოსო
18:41 02-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული