"კვარა" საკუთარ თავს "დორტმუნდში", "ტოტენჰემსა" და"მილანში" ხედავდა, თუმცა "რუბინი" შემორჩა..." - რუსული მედია "თათრების" ჩავარდნას ხვიჩას აბრალებს?

AutoSharing Option
რუსული football24 ყაზანის "რუბინის" ჩავარდნაზე წერს. გთავაზობთ, ნაწილს, სადაც სლუცკისა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობენ.

"რუბინმა" სეზონი კარგად დაიწყო, პირველ სამ ტურში გაიმარვა, შემდეგ კი... ფრე "კრილიასთან" და "ხიმკისთან", წააგო "ზენიტთან", "კრასნოდართან" და "დინამოსთან", შუალედში კი სუსტ ურალს სძლია. მადლობა უნდა თქვან, რომ სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რის გამოც ახლა რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილს იკავებენ, თუმცა სავარაუდოდ, დრო და დრო ქვემოთ ჩამოვარდებიან...

რომ ვთქვათ, ყაზანელების გუნდი სუსტიაო ვერ ვიტყვით, რადგან კლუბი ფეხბურთელების ღირებულებით წელს რუსეთში მე-7 ადგილს
იკავებს, ვფიქრობ, სლუცკიმ მსაჯებთან ჩხუბის ნაცვლად ფეხბურთელების შეცვლასა და თამაშის გადარჩენაზე უნდა იფიქროს".

ჩვენ 20 წლის ქართველ შემტევზეც ვსაუბრობთ, რომელიც წლევანდელ სეზონში ცუდი თამაშით არამხოლოდ "რუბინის" გულშემატკივრებს, არამედ რუსეთის პრემიერ ლიგას აკვირვებს.

რა თქმა უნდა, ხვიჩა ოპტიმალურ ფორმაში აგვისტოში მიღებული ტრავმის გამო არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ "დინამოსა" და "ზენიტის" ფეხბურთელებმა მისი შეჩერება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლეს.

ტრავმამდე ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ კვარაცხელია ევროპაში შესაძლო ტრანსფერს ელოდა და თავს ამის გამო არ "იკლავდა", თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ტრავმა მოიშუშა, თუმცა იმის ნახევრადაც ვეღარ ბრწყინავს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხვიჩა ფსიქოლოგიურად მას შემდეგ გატყდა, რაც ზაფხულში ყაზანი ვერ დატოვა და სათამაშოდ ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში ვერ გადავიდა. "კვარა" საკუთარ თავს "დორტმუნდში", "ტოტენჰემსა" და"მილანში" ხედავდა, თუმცა საბოლოოდ, "რუბინი" შემორჩა, რა თქმა უნდა, ეს მის მოტივაციას ანადგურებს.

სიმართლე ვთქვათ, კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს, რუსეთის პრემიერ ლიგის მწვრთნელებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს, დღეს მცველებმა კარგად იციან რას უნდა ელოდონ კვარაცხელიასგან, საპასუხოდ, ქართველი თავის ფიქრებში ჩარჩა და ვეღარ პროგრესირებს... მან უბრალოდ გოლების გატანა და სპექტაკლის დადგმა შეწყვიტა" - წერს football24.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩას რაც სჭირს "ჟურნალისტების" ბრალია,გააგიჟეს ბავშვი.
დათო
14:55 02-10-2021
2
ჯუღელის და რუბინის ხელმძღვანელობის ბრალია. გააპიარეს რომ ფასი აეწიათ ზაფხულამდე, ძვირად რომ გაეყიდათ. პატარაა ასაკით და ადვილად დაიჯერა რომ ცალი ფეზით უკვე ევროპაში იყო. ალბათ ასეც იქნებოდა რომ არა რუბინისგან მოთხოვნილო უაზრო თანხა, 20 მლნ. არ გადაიხდიან რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელში ამდენს. ერლინგ ჰოლანდიც მგონი მაგდენად იყიდა დორტმუნდმა. არა და ჯუღელის თავდაჯერებული სიტყვები ეხლაც ჩამესმის: “ტოპ კლუბები იხდიან ტოპ ფულს”.

ხვიჩა შეეშვი ჯუღელს და მოძებნე საქმის მკეთებელი აგენტი. ჯუღელის კონტაქტები რუბინით და როტორით შემოიფარგლება ხომ ხედავ. ლოკომოტივში ჰქონდა კავშირი და იქაც აღარ მიესვლება შენი ტრანსფერის შემდეგ.
ჯუღელის ბრალია
14:51 02-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული