"ვინ მოიპოვა პენალტი? ამაზრზენები ხართ..." - "რუბინის" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
გუშინ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის "რუბინმა" ნოვგოროდის "ნიჟნის" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ხსენებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, რის გამოც თავს დიდი კრიტიკა დაატყდა... გთავაზობთ გულშემატკივართა გამოხმაურებას, რომელიც რუსულ მედიაში დაიწერა.

"რაკუვთან" თამაშის მეორე ტაიმს ვუყურე და მინდა გითხრათ, რომ ხვიჩაზე წარმოდგენები გადამეტებულია, ის ეფექტური მოთამაშეა, თუმცა სარგებელი ცოტა მოაქვს. ამ მატჩში მან კაცი რამდენჯერმე მოატყუა, შემდეგ კი გამუდმებით ბურთს კარგავდა... თუ ის გუნდისთვის მეტს არ ითამაშებს, მაშინ "დორტმუნდთან" და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები უბრალოდ ჰაერში
გაფრინდება"

"დიდი ხანია ყველაფერი დღესავით ნათელია, ხვიჩა ჩაის ჭიქაში შტორმს ჰგავს. ჩვენი "შეშა" ფეხბურთელების ფონზე, "კვარას" დრიბლინგი მართლაც რომ სასწაულია"

"ყველას სურს, რომ 20 წლის ბიჭმა კლუბი და მწვრთნელი "ათრიოს", ეს გეგმა ნელ-ნელა ვარდება, თუმცა სად არიან ვარსკვლავები, რომლებიც დავიმატეთ? ვგულისხმობ ჰაკშაბანოვიჩსა და დრეიერს. ხვიჩა გუნდში უფასოდ მოვიდა და მონსტრი გახდა, მათში კი 8-9 მილიონი ევრო გადაიხადეს, ამასთან ერთად სლუცკის კრეატივი შემოაკლდა, მარტივია, როდესაც ყველაფერს ერთ ფეხბურთელს აბრალებ"

"თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ხვიჩას ღირებული არაფერი შეუქმნია, სიმართლე გითხრათ, მას იმაზე მეტად აქებენ, ვიდრე იმსახურებს. როგორც არ უნდა გავნიხილო ფეხბურთის გენიალური მხარე, მასში ვერაფერს ვპოულობ... ბოლო 3-4 შეხვედრა საერთოდაც საშინელება იყო"

"ხვიჩას 2-3 მატჩი სათადარიგო სკამზე დროის გატარება სჭირდება, შემდეგ კი ცვლილებაზე შემოვიდეს, თუ რამდენიმე შეხვედრაში სლუცკი მოედანზე გაიყვანს, შემდეგ კი ისევ ცვლილებით გამოიყვამს, "მშვენიერება" კვლავ აღსდგება, მეორე რაუნდში კი ისე ათამაშებდა, როგორც ანჩელოტის მოსვლის შემდეგ ვინისიუსი"

რა თქმა უნდა, მონეტას ორი მხარე აქვს და ხვიჩას თამაშს როგორც ნეგატიურად, ასევე პოზიტიურად უყურებენ, ამის გამო გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

- არ მესმის რატომაა ხვიჩა კარგი. მიიღებს ბურთს და თამაშს ვერ ამწვავებს (მეტოქეს ვერ ცდება, პასს ვერ აკეთებს). ის ახლოს მდებარე თანაგუნდელს ვერ ხედავს. ფეხბურთელს, რომელსაც შედეგიანობა 0 აქვს ევროპაში არ სჭირდებათ. დროა სლუცკიმ სახალისო ვიდეოების გადაღება დაასრულოს და დრო ვარჯიშს დაუთმოს.

- ვინ მოიპოვა პენალტი? ამაზრზენები ხართ, აქამდეც ვიცოდი, რომ "რუბინს" გულშემატკივრები არ ჰყავდა, თუმცა ახლა დავრწმუნდი, რამდენად უნამუსო მოძულეები ხართ. თქვენ მხარს უნდა უჭერდეთ გუნდსა და ფეხბურთელებს, ამხნევებდეთ გასაჭირში და მათთან ერთად იზიარებდეთ წარუმატებლობას, საპასუხოდ, აკრიტიკებთ ლიდერებს და ცდილობთ დადებითი ნიშნები დააიგნოროთ.

შეგახსენებთ, ხვიჩას მიმართ დიდი კრიტიკაა, იმედია სანაკრებო შეხვედრების დროს შესაძლებლობების მაქსიმუმს შემოგვთავაზებს და კრიტიკოსებს "ჯოკერის ბანქოს" დაანახებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ყველას ის უნდა, რომ ხვიჩამ, ერთმა კაცმა, ათრიოს ნაკრები და რუბინი. მან თავისი გენიალურობა უკვე დაამტკიცა და აღარ არის 10 და 15 დრიბლინგი საჭირო,.ამას ხომ დიდი ფიზ.ძალა ჭირდება.ასეთ დატვირთვას მესიც ვერ გაუძლებს, თან ხვიჩა დაცვასაც თამაშობს.ხვიჩამ ევროპულად უნდა ითამაშოს და მაშინ მასზე ტაციაობა დაიწყება. მას მოედნის ხედვაც კარგი აქვს, მაგრამ მოკლე პასებით უნდა ითამაშოს,იმოძრაოს და პასი მიიღოს, შემდეგ კი ერთი შეხებით ისევ პასი გააკეთოს.ასეთი თამაში მოწონს ევროპელებს.იქ მწვრთნელები გეხმარება მარადონას უშლიან. როცა სიტუაცია მოითხოვს ან პასს ვეღარ აკეთებს, მაშინ არის საჭირო დრიბლინგი. სხვანაირად ტრამვებს ვერ მოიშორებს, რუსები მასზე ნადირობენ. ასეთი თამაშით მას მალევე წაიყვანენ ევროპაში.
გიგა
23:51 04-10-2021
0
ძალიან დიდი ხანია კომენტარი არ გამიკეთებია მაგრამ ეხლა ერთს დავწერ ვნახავთ ხვიჩა რას წარმოადგენს დღეს დღეისობით რეალურათ და სჭირდება თუ არა მას ფსიქოლოგის დახმარება მთელი ამ სატრანსფერო ციებცხელების შემდეგ აი სწორი ეს იქნება და რეალურ სურათს ვნახავთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული