მიქაუტაძემ, გოლები "შემოვინახე" და საქართველოდან დაბრუნების შემდეგ უნდა გავიტანოო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "ზულტე ვარეგემთან" (5:1) შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ! ყველამ შესანიშნავად ვითამაშეთ. მე ვიცი, კიდევ შემეძლო ერთი ან ორი გოლის გატანა, მაგრამ შემდეგი შეხვედრებისთვის შემოვინახავ...

სანაკრებო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და უშუალოდ "უნიონთან" დასაპირისპირებლად მოვემზადებით".

კლუბის საიტმა მიქაუტაძის ფოტო გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო, რომ ამაყობს თავისი ფორვარდით და საქართველოს ნაკრებში წარმატებას უსურვებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი!ორი გოლი მინდა,ხვედელიძე!
სოსო
16:32 04-10-2021
0
ჯობია ნაკრებისთვი გქონდეს რამოდენიმე გოლი შემონახული, აბა წარმატებები
გრიზლი
12:54 04-10-2021
0

სიახლეები პოპულარული