მიქაუტაძის სეზონში მერვე გოლი - "ლიონი" თასზე სამოყვარულო გუნდთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ლიონი“ გასვლაზე რანგით მეხუთე დივიზიონის სამოყვარულო გუნდთან, „ბურგუან-ჟალესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმართა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 23 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

„ლიონი“ შემდეგ მატჩს 19 იანვარს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „ტულუზას“ უმასპინძლებს.

ბურგუან-ჟალე. „სტად პიერ რაჯონი“
ბურგუან-ჟალე - ლიონი 2:2 (პენ 4:2)
გოლები: 1:0 მუჟეცკი (20), 1:1 მატიჩი (45), 1:2 მიქაუტაძე (64), 2:2
მუჟეცკი (69)


alt"ლიონმა" არგენტინის ნაკრების შემტევი დაიმატა

alt"სხვა თურქულ კლუბს ვგულისხმობდი" - "ლიონის" პრეზიდენტმა მიქაუტაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, "გალათასარაის" ბოდიში მოუხადა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული