საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ეს ყველაფერი არის ნეპოტიზმის და მამიკოების ბრალი გვერდზე რომ მიწიეს პერსპექტიული ბავᲨვები და გაზარდეს ეს ნაკრები ,რომელიც რას ᲗამაᲨობს კაცმა არ იცის...Თავიდან არის დასაწყები ბავᲨვებუდან,გვერზე უნდა გადაიდოს ნეპოტუზმი და გასაქნი მივცეᲗ ყველას ვისაც ᲗამაᲨი უნდა და იცის და Შედეგიც დაიდება...ახლა არაფერი ეᲨველება.
სუს
10 ოქტომბერი 2021 11:22
0
რატომ ნერვიულობთ. დადეთ საქართველოს წაგებაზე და ბილეთი არ გაგიტყდებათ. ქვეყანაში სადაც თავმოყვარეობა და ღირსება ნულია ყველაფერი ფულია
დიმა
10 ოქტომბერი 2021 10:51
1
ეჰ ის დრო მომენატრა,კარგად რომ ვთამაშობდით,მაგრამ მაინც რომ ვაგებდით...შოთას ბრალია ყველაფერი,მიდი რა შენს საქმეს მიხედე(არა და მართლა მიხედილი აქვს)...კიდევ რა უნდა ხდებოდეს ფედერაციის პრეზიდენტი,ან საერთოდ ვინმე რომ გადადგეს.
levan
10 ოქტომბერი 2021 10:51
2
ეჰჰ, იმ დროს ლამაზად მაინც ვთამაშობდით!!
ყარაულიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული ყველა უნდა გადადგეს!!!
კახა
10 ოქტომბერი 2021 11:08
1
ამის დედა ვატირე 250 მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების პრგრამაში! ახლა გამოეთრიოს ვინმე, ვინც ამ პროგრამის ავტორია (თუ მართლა რამე პროგრამა არსებობს) ან ვინც პასუხისმგებელია ამ პროგრამის შედეგებზე და აგვიხსნას ამ ქვეყნის თავსლაფდასხმულ ფეხბურთის გულშემატკივრებს (ვისაც ნამდვილად არ გვენანება ფეხბურთის რეალურად განვითარებისთვის საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფული), რაში დაიხარჯა 250 მილიონი და რა შედეგი გვაქვს?! თუ შედეგი არ გვაქვს, მაშინ პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვისთვის! სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვას ედავებით და პოლიტიზირებულმა პარტიულმა სფფ-მ 250 მილიონი რომ გაფლანგა ამაზეც აგოს ყველა დამნაშავემ პასუხი! ამოვიდა ყელში ამდენი უვიცობა, უსინდისობა და მაინც დავარცხნილი ლაპარაკი ვითომ განვითარებაზე!
ხალხი
10 ოქტომბერი 2021 10:48
2
თუ ხედავ ვიღაც არ ინდომებს, რატომ იძახონ ნაკრებში? წიტაიშვილს სკამზე რატომ ტოვებ, ვინც ყველაფერს დებს თამაშში?
1
10 ოქტომბერი 2021 10:47
0
მე გუშინაც ვიძახოდი,რომ ესენი არაფრის მომგებები არ იყვნენ და დატრიალებული ტრაგედიიდან გამომდინარე მითუმეტეს ბათუმში ეს თამაში არ უნდა ჩატარებულიყო.
ბევრის კომენტარები იყო,რომ ჟილკა ექნებოდათ და მოიგებდნენ,ზოგი კიდე წერდა გადახდილი გზის ფულს ვინ აგვინაზღაურებსო? დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის ცემა თუ გინდოდათ არ გვეთამაშა და 0:3 ჩაგვეთვლებოდა წაგება,მემგონი -1 ბურთი არაფერს არ წყვეტს.
ავთანდილ
10 ოქტომბერი 2021 10:26
0
ქეცბაიამ უვარგისს ფეხბურთელებს, ფედერაციაც, ვეტერანებს სიმართლე რომ უთხრა შეიძულეს ამ უვარგისების ხროვამ
სტალინი
10 ოქტომბერი 2021 09:56
1
კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.
ვაჟა
10 ოქტომბერი 2021 09:55
4
გაუჭირდებოდათ :D დადეთ რა ვინ რამდენი მეტრი იარა :D აბა სურვილზე და კილომეტრებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია!
ბექა
10 ოქტომბერი 2021 09:17
1
ყველაფერი იმის ბრალია რომ ფეხბურთის ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს ფედერაციით დაწყებული მწვრთნელებით გაგრძელებული და ჟურნალისტებით დამთავრებული. არცერთი კრიტიკული სტატია არ წამიკითხავს ან სიღრმისეული ანალიზი ეროვნული ჩემპიონატის სრულ განადგურებაზე. ერთიდა იგივე მწვრთნელები და ფეხბურთელები რომ დამოგზაურებენ კლუბიდან კლუბში, ეს აწვს ფეხბურთის დონეს? ეს უვიცი მწვრთნელები და კომენტატორები რომ გიზოთ გადაცემებში და ჭკვიანური სახით იძახიან აგერ უკვე 20 წელია "ბავშვთა ფეხბირთში უნდა ჩაიდოს ინვესტიციაო" ეგ სიმართლე გგონიათ?! ბავშვთა ფეხბურთი არ არსებობს ფეხბურთი დიდების სათამაშოა! ბავშვებში ვთამაშობთ მაგრამ დიდები ვერ არიან პროფესიონალები ხომ ხედავთ? დიდების ფეხბურთს მიხედეთ. და უკონკურენტო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. მოჯადობეული წრე რომ არის და ვერ შეაღწევ შიგნით.
Semi
10 ოქტომბერი 2021 09:08
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული