საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
"ახდენილი ოცნებები". მოტივაცია და სირბილის სურვილი ნოლი ,ესპანეთთან თამაშის მერე ეს ვერ დავინახე,რაც მწვრთნელის ბრალია ... კობიაშვილი თავისი ქოცნახირიანა მოსაშორებელია არამარტო ფედერაციიდან პარლამენტიდანაც კი .. როდის იყო რო არაპროფესიონალიზმით და ნაცნობობ, ძმა - ბიჭობით საქმე კეთდებოდა ???
ქოცისტანი...
09 ოქტომბერი 2021 23:11
17
რა გინდა ცოცხისტანი რას ბოჟიალობ?! ბაზრის დირექტორი სიჭინავა, რომ გყავდა ხო დავფრინავდით.
H
10 ოქტომბერი 2021 01:24
19
მაგრად უჯიგროდ თამაშობდნენ, ერთადერთი კანკავა თამაშობს მთელი გულით, თუ დააკვირდებოდით დუხიდანაც კი აგდებდნენ ბერძნები ჩვენებს ისე უბღვიროდნენ, რაღაც დაჩმორებულები და დაჩაჩანაკებულები ჩანან ჩვენი ფეხბურთელები
მამუკა
09 ოქტომბერი 2021 23:11
2
თამაში წააგო მწვრთნელმა!
თამაშის დაწყებიდანვე ჩანდა, რომ ბერძნებს განსაზღვრული(შესწავლილი) ჰქონდათ ჩვენების თითოეული შეტევის მსვლელობა!
სანიოლმა ვერაფერი შეცვალა, ვერ მოიფიქრა რა გაეკეთებინა,,, როგორ გამოეყენებინა ამ სიტუაციაში კვარაცხელია, მიქაუტაძე...
ვფიქრობ ჩვენს ნაკრებმა უნდა ისწავლოს/დახვეწოს გუნდური თამაში, რომლის დროსაც თითოეულის ინდივიდუალიზმი შედეგის მომცემი იქნება.
გუნდს სჭირდება პროფესიონალი ფსიქოლოგი!
პ.ს.
ხო, დღეს წავაგეთ, საშინელი დღეები გვაქვს...
მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სწორი დასკვნები (ყველა საქმეში!)!
თემო
09 ოქტომბერი 2021 23:09
2
მოითხოვოს ჟურნალისტებმა სანიოლის გაშვება!!! ჩვენ არავინ გვისმენს უბრალო გულშემატკივარს
beqa
09 ოქტომბერი 2021 23:09
4
რამდენიმე თამაშია აღარ ვუყურებ ამათ ფეხბურთს და არც ეს დღევანდელი საცოდაობა მიყურებია, მაგრამ დღეს გადავხედე სომხეთთან მატჩს და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ კანკავა ფეხბურთელი არ არის. თუნდაც ეს კაცი რომ უმეტესობას ფეხბურთელი გგონიათ, ეგ არის პრობლემა. როცა ვერავინ, ვერც ექსპერტები, ვერც გულშემატკივრები, ვერც ჟურნალისტები ელემენტარულ ანალიზს ვერ აკეთებენ, როცა ასეთი კაცი კაპიტანია, რომელიც სრულიად თავდასხმის მუხრუჭია და წინ პასი არ იცის, იქ უკეთესს არც შეიძლება ელოდე.
odala
09 ოქტომბერი 2021 23:09
13
30 welia amat wvalebas aghar daadga sashveli 30 welia wvaloben wvaloben sadghac gauvardebat " yaraulis topis" variantshi aq aiq vighac legioneri afxakurdeba da vtrialebt moqrtamul gautanlobaze ertmantis gadabralebaze mokled ver movishale amat gamo nervebis wyveta magram ra vqna qartveli var da minda qartulma genmac gaixaros eseni kide pulis gemo eom gaiges erovnuloba da qveyana sul cal pexze kidiat gind kobiashvili gind arveladze da nebismieri rodemde rodemde erti wesieri xalxi ar gamochnda magram wesiers vin miasuninebs iqamde moklaven kidevac ra erti ori mouklavt
Kaxa
09 ოქტომბერი 2021 22:58
2
ბევრი ღარიბი ქვეყანა თამაშობს ფეხბურთს უმაღლეს დონეზე მარტო ხორვატია რად ღირს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ომ გამოვლილი ხორვატია გავიდა მე 3 ადგილზე ეგ არგუმეტი არაა ღარიბი ქვეყანაა ღარიბი ქვეყანა მაროკოც ალჟირიც ურუგვაიც ბრაზილიაც კოდ დიუვარიც ნიგერიაც მაგრამ ჩვენს ნაკრები შეედრება რომელიმეს??
არ ვიცი ფეხბურთელების ბრალია მწვრთნელის თუ ფედერაცის მაგრამ ფაქტია სამივე დამნაშავეა.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 22:58
1
ოლიმპიაკოსის დონის გუნდი რო გვეყოლება(ბაქოს ნეფთჩის რო გავასწრებთ იმის მერე) მაშინ დავეტოლოთ.
ახლა მოგვიგო გუნდმა უფრო მაღალი დივიზიონიდან
Levani
09 ოქტომბერი 2021 22:56
15
ბევრი ვიცი რომ წინააღმდეგია, მაგრამ ვემხრობი იმ აზრს, რომ ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. აფრიკის კონტინენტიდან მშიერი ფეხბურთელები უნდა ჩამოიყვანონ საქართველოს ჩემპიონატში და შემდეგ ნატურალიზება უნდა მოხდეს. ამათზე მეტი ჯიგრით ითამაშებენ, რადგან მათთვის ის თანხები რასაც ესენი იღებენ ნაკრებში იქაური ცხოვრებისთვის დიდი თანხაა. 3000 ლარისთვის დარწმუნებული ვარ სახეს გაიძრობენ. ელემენტარული სირბილი მაინც იციან ამათგან განსხვავებით... ეგრე უნდა დაამცირო ეს სამარცხვინოები.
Anti
09 ოქტომბერი 2021 22:54
11
საშუალოდ ჩვენმა ფეხბურთელებმა თოთოეულმა 4 კილომეტრამდე ირბინეს როდესაც ყველაზე ცუდად მორბენალს ბერძნების ნაკრებში 6 კილომეტრი აქვს ნარბენი
გოგა
09 ოქტომბერი 2021 22:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული