საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
საცოდაობის ზეიმი!
Biannkoneri
09 ოქტომბერი 2021 22:05
1
ალალად თქვით ვინმეს მართლა გჯეროდათ რომ ძალიან ჟილკიან და ძალიან იღბლიან საბერძნეთს,რონელსაც რეალური შანსი აქვს მსოფლიოზე გასვლის მოვუგებდით?შანსი არ იყო.ერთადერთი ჩაკვეტაძემ ითამაშა ნორმალურად.ეს ლობჟანიძე თურქეთში როგორ თამაშობს კარგად ძალიან მიკვირს.ფრე უფრო ლოგიკური იყო საერთო ჯამში,მაგრამ როგორც ყოველთვის ბერძნებს გაუმართლათ.რაც ქვეყანაა ის ფეხბურთია.გასაკვირი არაფერია...
Master
09 ოქტომბერი 2021 22:28
9
ყველა უმისამართოდ მოგერიებული ბურთი ბერძნებმა მიიღეს. ჩვენების ყველა წინ მიცემული პასი ან არაზუსტი იყო, ან მალევე დაიკარგა. არც ერთი გადაბული 3-4 პასი წინ არ ყოფილა. მიქაუტაძეს მხოლოდ ერთი პასი მისცეს 1 საათის გამნმავლობაში! წიტაიშვილი ამ თამაშს ვერ მოიგებდა, მაგრამ მონდომებული მაინც არის და აუცილებლად უნდა ეთამაშებინა სანიოლს. 30 წელს გადაცილებული ყველა გასაშვებია. ახალგაზდებს შეიძლება ოდესმე რამე ეშველოთ, თუ სირბილს მოსთხოვს მწვრთნელი. კვირაში 100 კილომეტრი უნდა ირბინონ, თუ არადა სახლებში წავიდნენ. კვარაცხელიას აგენტებმა აშენება მოინდომეს და ამ სიხარბით დაღუპავენ ამ ბიჭს რუსეთში. 1 მილიონსაც კი თუ ვინმე გადაიხდის ჯვარაში და ძირითადში დააყენებს 'ა' ლიგის გუნდში, დაუფიქრებლად უნდა გაიქცეს. სანიოლი ამათგან გუნდს ვერ დააყენებს, ამათ მათრახიანი ზედამხედველი სჭირდებათ.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 22:16
1
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ფრე ხელს გვაძლევდა და რა ხდება?რამე ახალი მეთოდია?შეიკრიბეთ მთელი გუნდი და ფედერაცია.ცალცალკე რომ ლაპარაკობს.გადაწყვიტეთ ფეხბურთს ათამაშებთ ამ ბიჭებს თუ გვამასხარავებთ.გაეშვით,დაუნიშნეთ ადგილობრივი მწვრთნელი დისციპლინისთვის.არავინ არ არის საჭირო. ვაისსზე უკეთესი არ უნდა მოგვეყვანა წესით,მისი შექმნილი რომ გაუმჯობესებინა?ეს რა სპექტაკლები დაგვიდგით?ასე როგორ შეიძლება
georgian
09 ოქტომბერი 2021 22:09
0
წერეთ და აღმერთეთ ეს ჩასვრილები. ძიუდოზე კი არაფერი თქვათ!
xuta
09 ოქტომბერი 2021 22:06
1
21 წლამდელები ათამაშეთ აწი . ყველას სამუდამო სანაკრებო თამაშის აკრძალვა
ტოტტი
09 ოქტომბერი 2021 22:03
1
აღარ ვიცი რა ვიფიქრო უკვე, ნაკრების ფორმას რო ჩაიცმევ უფრო მეტი რო მოგეთხოვება ეს პატარა ბავშმაც იცის, გადიხარ სტადიონზე და მოვალეობას იხდა არ გვჭირდება ესეთი მოთამაშე და მოდით გააჯვით ყველამ მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელამდე,90 წუთის განმავლობაში კარრში რო ვერ დაარტყავ სირცხვილია უბრალოდ, არ მინდა ვიფიქრო რო მარტო ფულზე ხართ ორიენტირებული და ღირსება ქვეყნის დროშა ჰიმნი ფეხებზე გკიდიათ, ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ ჩვენ გვყავს ერთი სეზონის ფეხბურთელები, რომელი ერთი ჩამოვთვალო? კვარაცხელიას დიდ წარმატებას ვუსურვებ გულით მაგრამ ცოტა ხანში რუბინიდანაც ამოაგდებენ ესე თუ გააგძელა, ხო ჯუღელზე ვინც იტყვის რო ის საფეხბურთო აგენტია ის ფეხბურთან ძაან შორსაა, დაღუპა ეს ბიჭი, ღიმილი აღარ მინახია სახეზე ძალით თამაშობს მგონი.
გიორგი
10 ოქტომბერი 2021 08:52
0
შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ თანდათან ვრწმუნდები რომ ეს ბოლო თამაშები ფედერაციის მიერ გაყიდული იყო. მაკედონიას ევროპაზე თამაში უნდოდა და გადაიხადეს(აბა ესენი ხომ არ გადაიხდიდნენ, ამათ მხოლოდ ფულის მიღება აინტერესებთ, თან ტრავმები მოიგონეს რომ გაემართლებინათ წაგება), საბერძნეთს შანსი ჰქონდა ჯგუფში,(თან ალბათ პირველი თამაშის მერე მაინც შიში ჰქონდათ ქულების დაკარგვის, ჩვენ კი ქულები დიდად აღარაფერში გამოგვადგებოდა და გაყიდეს,ქვეყანა და ხალხი ისევ დაიკიდეს), ესპანეთი ისედაც მოგვიგებდა, მაგრამ ამათ საქმე გაიადვილეს,უცხო შემადგენლობა დააყენეს, რომ შემდეგ ქულები
დაუნანებლად გაეყიდათ, ხოლო გაპიარებული ფეხბურთელები სუფთები ყოფილიყვნენ, კოსოვოს მოგება თვითდამკვიდრებისთვის სჭირდებოდა(თან პატრიოტებიც არიან) და გაყიდეს, შვედებთანაც გაყიდიან და ისინიც იყიდიან(რამე ფარცაგი რომ არ მოხდესო..))..), პირველი სამი თამაში ითამაშეს ვითომ და რომ ნახეს არაფერი გამოდისო, გადავიდნენ ვაჭრობაზე, ამასობაში კი ხალხს და ქვეყანას რა?...პასუხი ალბათ იცით....არ დაბლოკოთ!!!
zaza
10 ოქტომბერი 2021 03:09
26
გაყიდული არა მგონია. ვერ ხედავ ფეხბურთელები უკვე რამდენი წელია ანტიფეხბურთს თამაშობენ. ბოლო 16 წელიწადში, ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევში მხოლოდ 1 თამაში მოიგო. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს.
გია
10 ოქტომბერი 2021 10:00
0
ყოჩაღ, ზაზა! ნობელის პრემია გეკუთვნის!
კონსტანტინე
10 ოქტომბერი 2021 07:19
1
Droa sanioli bargs alagebdes
Levani
09 ოქტომბერი 2021 22:08
1
ამათ ხელში სანიოლი ცოდოა კარიერას და ჯანმრთელობას ვუნგრევთ ამ კაცს. აქედან გიჟი წავა ეგ კაცი. ჩვენზე აღარ მაქვს ლაპარაკი.აღარ მინდა ამათი ყურება რაა აიი მუღამი, იმედი და სურვილი ბოლომდე მოკლეს მაკედონიასთან თამაშის შემდეგ და იმის მერე ღრმად და უფრო ღრმად მარხავენ ქართველი ხალხის იმედს და იმ სიამაყის გრძმობას რომ მოვა დრო და ჩვენც დაგვაფასებენ ჩვენც გავიმარჯვებთ, იმიტომაც არის რომ ევროპაში არაფრად არ გვაგდებენ და არცერთ სფეროში არ გვაფასებენ. ხედავენ და იციან და მუდამ ვუმტკიცებთ რა ნაყარ-ნუყარი ხალხი ვართ ბაქიბუქა ერი. ამდენი ხანი ველოდით რო აი ჩაკვე არ არის კვარაცხელია არ არის მიქაუტაძე არ დააყენა ისა ესა სულ რაღაცას ვაბრალებდით და დადგა ის ნანატრი მომენტი რო ყველა ერთად შეგროვდა როგორც იქნა და რა მერე ეგე კი ნახეთ რაც მოხდა.რა ამ კაცის ბრალია აიი ჯიგრულად თქვით რაც გვინდოდა ის გააკეთა ამ კაცმა მაგრამ აბა ამ შემადგენლობამაც ჩაისვარა ისევ. რავი ძმებო ჩემდათავად ამათი მყურებლის და მყვარებლის კიდე რა, მომავალ მატჩებს აღარ ვუყურებ მე და თქვენი არჩევანი თქვენ გააკეთეთ. არ არიან ღირსები ესენი რომ თუნდაც ტელევიზორიდან უყუროთ ისევე არ უნდა დააფასო ესენი როგორც ჩვენ არ გვაფასებენ და მერე იქნებ იმ ქართულ ნაღრძობ უჯიგრო ზარმაც ტვინში რამე შეიცვალოს.
T.q
10 ოქტომბერი 2021 00:25
2
რაო ვინაა ცოდო???
Rao
10 ოქტომბერი 2021 05:58
0
არ წერია ვინ არის ცოდომეთქი?
T.q
10 ოქტომბერი 2021 22:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული