საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ქეცბაია როგორი მართალი იყო დაბრუნდი თემო გთხოოვ
Givarqa
10 ოქტომბერი 2021 02:07
10
დღევანდელ დღეს მაინც რა საცოდაობაც ტრიალებს საქართველოში თუ ესე ითამაშებდნენ ..წადით რა მართლა წადით საერთოდ ფეხბურთიდან წადით
იკა
09 ოქტომბერი 2021 22:19
1
რატომ გიკვირთ ეს შედეგი?შეხედეთ ფედერაციას რა ხდება?უსაქმურებით,წერა კითხვის უცოდინრებით და ნარკუშებით გაავსეს.ვისგან ელით შედეგს ?
თემო
10 ოქტომბერი 2021 13:37
3
ეხლა წოტაიშვოლი რატო არ ათამაშა? წინაზე ხვიჩა არ გვყავდაო, ჩაკვე ფორმაში არააო, "მიზეზ მიზეზ- დოშს მარილი აკლიაო", ჯიგარი აქვთ ამოჭრილი, სირცხვილია! და ვის ეკაიფებიან ეს მათხოვრები? დდდ.
ჯაბა
09 ოქტომბერი 2021 22:23
1
კვარაცხელია..ჩაკვეტაძე..მაგრები ხართ ხანდახან..ტოპ კლუბებშიც გადაყავხართ ხანდახან მარა მერე..ნუ წერთ ამათზე საერთოდ ჟურნალისტებო..
იკა
09 ოქტომბერი 2021 22:12
4
წერეთ ეხლა მეგრულად ქება-დიდება! "როტორს" არ უნდა გააცილო ჩვენი "ოქროს ბიჭები".
წევა
09 ოქტომბერი 2021 22:30
3
დიდი ხანია გარდაცვლილია ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ.............
jorj
10 ოქტომბერი 2021 00:27
2
მთავარი კითხვა, რატომ არ თამაშობს ყველა ფეხბურთელი ჯაბა კანკავასავით თავდადებით? რატომ დასეირნობს კვარაცხელია და სხვები მოედანზე, უბურთოდ რატომ არ მოძრაობს არავინ?
ლაშა
10 ოქტომბერი 2021 00:06
3
კობიაშვილს პარლამენტი და ფედერაციის პრეზიდენტობა არ ყოფნის რაღაც მესამე თანამდებობაც უნდა დაუმატოთ აშკარად ვერ იხარჯება როგორც ეს ვითომ ფეხბურთელები.
მამუკა
10 ოქტომბერი 2021 12:21
2
Უყურეთ ჭიდაობას,რაგბს,მძლეოსნობას,მკლავჭიდს- ეს სახეობებია მხოლოდ ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან და იმიტომაც გვაქ საწაული შედეგი!
უყურეთ ჭიდაობას,რაგბს,მძლეოსნობას,მკლავჭიდს თუ გინდათ,რომ იამაყოთ რომ ქართველი ხარ!
jordan beli
09 ოქტომბერი 2021 22:30
3
ქეცბაია უნდა ისევ ამ ნაკრებს დააფაროს თავზე ყველაფერი!!! არანაირი ტაქტიკის მსგავსი ამ გუნდს არ გააჩნია შეცვლას არ აკეთებს წიტაიშვილს რა დაუწუნა? ლობჟანიძეს ხედავს რომ თამაში არ მიზდის ამოკეტილი ყავთ შემოუშვი ბიჭი ნახე იქნებ რა ჟილკით შემოდის სწრაფი არაა ტექნიკა არ აქვს თუ მოწინააღმდეგის ეშინია? ან ეს აბურჯანია შენელებული კადრი ასეთი ნელი ცენტრი რომელ გუნდს აქვს ჩვენს მეტს? ერთი მომენტი ვერ შეუქმნეს მიქაუტაძეს ერთი!!!!! ესეიგი ამან უნდა მოატყუოს ყველა და ისე გაიტანოს გოლი...უნამუსოები არიან ან არ სცხვენიათ კლუბში რო მიდიან ასეთ ფარჩაკი ნაკრების წევრები რო არიან??????
რომა
09 ოქტომბერი 2021 22:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული