საქართველოს ნაკრებიდან ტრავმით "სერენში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში გასვლაზე "უნიონის" კარი დალაშქრა.
31-ე წუთზე სტუმრები ჯალოუმ დააწინაურა, ხოლო 35-ეზე მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 2:0-ს იგებს. აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ნახევარმცველი ამანი გააძევა.
გიორგიმ ჩემპიონატზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზე 3 გოლია.
მერე?.. მერე?..
მერე ის, რომ შემოუყვანიათ ვინმე იაპონელი და კაცნაკლულმა მეტოქემ მისი ჰეთთრიკით გაიმარჯვა 4:2, სამწუხაროდ...