ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში დააყენა და აქტიურიც იყო. პირველ ტაიმში მისი განივი გადაცემის შემდეგ ონუგჰამ ვერ შეძლო გატანა, შემდეგ მარადიშვილს გაექცა, საჯარიმოში ბარინოვთან შეჯახებისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამას გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მარადიშვილის სახიფათო შეტევა ჩაშალა. 36-ე წუთზე კი მასპინძლები დრეიერმა დააწინაურა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 66-ე წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული კომბინაციის მერე ოგნუჰამ დაამწუხრა „ლოკო“, თუმცა
მალე სმოლოვმა ანგარიში შეამცირა. 91-ე წუთზე ხვიჩა ისევ გაექცა მეურვეს და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ხოლო 93-ე წუთზე დედაქალაქელთა შემტევმა ჟამალეტდინოვმა ანგარიში გაათანაბრა და "რუბინმა" თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
"რუბინი" 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 ოქტომბერს გასვლაზე "უფას" დაუპირისპირდება.
კვარას დღეს ძალიან აქტიური იყო. ბევრი ლამაზი მომენტი ჰქონდა. მონდომება და მოტივირება დავინახე დღევანდელ თამაშში. ჯერ შორსაა თავისი საუკეთესო ფორმისგან მაგრამ იმედი მაქვს ამ ყველაფერს გადალახავს.