აქტიურმა კვარაცხელიამ 91-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა და "რუბინმა" 93-ე წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში დააყენა და აქტიურიც იყო. პირველ ტაიმში მისი განივი გადაცემის შემდეგ ონუგჰამ ვერ შეძლო გატანა, შემდეგ მარადიშვილს გაექცა, საჯარიმოში ბარინოვთან შეჯახებისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამას გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მარადიშვილის სახიფათო შეტევა ჩაშალა. 36-ე წუთზე კი მასპინძლები დრეიერმა დააწინაურა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 66-ე წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული კომბინაციის მერე ოგნუჰამ დაამწუხრა „ლოკო“, თუმცა
მალე სმოლოვმა ანგარიში შეამცირა. 91-ე წუთზე ხვიჩა ისევ გაექცა მეურვეს და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ხოლო 93-ე წუთზე დედაქალაქელთა შემტევმა ჟამალეტდინოვმა ანგარიში გაათანაბრა და "რუბინმა" თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"რუბინი" 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 ოქტომბერს გასვლაზე "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
კვარაცხელია არის რუსეთის ჩემპიონატის საშუალო გუნდის საშუალო ფეხბურთელი
Zaza
16 ოქტომბერი 2021 21:24
37
ძალად ექსპერტ, პეჩატი არ გაგივარდეს ჯიბიდან სანამ საბოლოო ბეჭედს დაარტყამ.
ტიპი
16 ოქტომბერი 2021 23:04
3
დრეიერზე უკეთესის თამაში არ გენახოს ცხოვრებაში !
ქუთაისი
16 ოქტომბერი 2021 20:42
1
ეგრე დესპოტოვიჩს ჰქონდა შარშან კვარაზე მეტი გოლი მაგრამ სეზონის საუკეთესო კვარა გახდა. მწვრთნელმა თქვა, რომ ასისტებსაც და მოპოვებჯლ პენლებსაც შედეგიანობაში უთვლის და საერთოდ ისეთი ხარისხიანი თამაში დადო გასულ წელს, ყოველ მეორე თამაშზე საუკეთესო ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ ჰქონდა გატანილი იმ თამაშებზე. პლიუს ამას ის 4 თუ 5 გოლი რაც გაიტანა, ყველა გადამწყვეტ მომენტში.
Herbst
17 ოქტომბერი 2021 13:36
0
დრეიერმა რამდენიმე შეხვედრაში გაიტანა იმდენი გოლი ლამის,რამდენიც კვარაცხელიას მთელ კარიერაში აქვს გატანილი, ლამაზი ფეხბურთი ვის უნდა თუ ის შედეგიანი არაა? ბოლოს გოლი როდის გაიტანა კვარაცხელიამ ან საგოლე გადაცემა როდის გააკეთა :დდ სტატისტიკაა დღეს ფეხბურთი და არა ფინტი და დრიბლინგები
Tom
17 ოქტომბერი 2021 12:39
15
არაა მასე ლამაზი ფეხბურთი ვის უნდა და მაყურებელს, ფეხბურთი მარტო ანგარიში არაა, სანახაობაა თუ გიყვარს და თუ ფსონებს დებ ხო, მაშინ მარტო ანგარიშია.
ტომს
17 ოქტომბერი 2021 22:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული