მიქაუტაძის მერვე გოლი და "სერენის" არნახული მარცხი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან "სერენში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თავის გუნდში ვარჯიში განაახლა, დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად "უნიონთან" შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზე 3 გოლია.

31-ე წუთზე სტუმრები ჯალოუმ დააწინაურა, ხოლო 35-ეზე მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში კი გასაკვირი რამ მოხდა - კაცნაკლულმა "უნიონმა" 4 უპასუხო გოლი გიტანა და 4:2 გაიმარჯვა.

"სერენი" 12 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 ოქტომბერს "შარლერუას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ალბათ ჩათვალეს,რომ გამარჯვება ჯიბეში ედოთ და მოდუნდნენ.მერე კი ანერვიულდნენ.დიდი დინამო რომ იქმნებოდა ,მაშინ დინამოს გასვლა ჰქონდა ერევანში,არარატთან .მასპინძლები იგებდნენდა თან სულაქველიძი გაგვიძევეს.ამის შემდეგ დინამო სამი თუ ოთხი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.უკან გზაზე ახლკაცი ეკითხება სულაქველიძეს,ბიჭო,რატომ გააძევებინე თავიო და თენგიზმაც თავი დაიძვრინა.:-ფარსადანოვიჩ,ვატყობდი რომ ბიჭებს ხელს ვუშლიდი და იმიტომო.წაკითხული მაქვს,თვითონ თენგიზ სულაქველიძე ჰყვება.
სოსო
21:53 16-10-2021
2
ლაზარე რომელიც გააგდეს უბრალოდ ხელს უშლიდა უნიონს და აჰა გააგდეს და გაიტანეს 4 გოლი :D
ზურა
22:43 16-10-2021
0

სიახლეები პოპულარული