"ზუსტად იმავე სიტუაციაშია კვარაცხელია..." - ცნობილმა სპორტულმა აგენტმა ხვიჩასა და "რუბინზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსულმა სპორტულმა აგენტმა, ალექსეი საფანოვმა TNV-სთან ინტერევიუში ყაზანის "რუბინზე" ისაუბრა, რამდენიმე სიტყვა ხვიჩა კავარაცხელიაზეც თქვა.

11 ტურის შემდეგ "თათრებს" 15 ქულა აქვთ და მე-9 ადგილს იკავებენ. შეგახსენებთ, ბოლო ტურში "რუბინი" "ლოკომოტივს" დაუზავდა (2:2).

"სადღაც ეს ყველაფერი უიღბლობაა, ბოლო მატჩში, "ლოკომოტივთან" გამარჯვება ხელიდან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს, აშკარაა, რომ ყაზანელები ასეთი შემადგენლობით ქვედა ლიგაში არ დაქვეითდებიან, თუმცა ახლა უკვე თითოეულ ქულას მათთვის ოქროს ფასი აქვს, სინამდვილეში "რუბინისგან" ყველა მეტს ველით.

სლუცკი ემოციური ადამიანია, როგორც ჩანს კლუბში არსებული სიტუაცია დუღს,
რამდენიმე ფეხბურთელი ისეთ დონეზე ვეღარ თამაშობს, როგორც ამას გასულ სეზონში ახერხებდა, ეს არამხოლოდ "რუბინს", არამედ "ზენიტსაც" ეხება, რომელმაც სარდარ აზმუნი ევროპაში არ გაუშვა, წელს კი ისე ვეღარ კაშკაშებს.

ზუსტად იმავე სიტუაციაშია ხვიჩა კვარაცხელია. სიტყვაზე, ევროპის წამყვანი გუნდები მის ყიდვას ცდილობდნენ, თუმცა რეალურად არაფერი მოხდა, ამ სეზონს კი "კვარა" ისე კარგად ვეღარ ატარებს. თუ სლუცკი "სამზარეულოში" არსებულ სიტუაციას არ დაალაგებს, მაშინ ყველაფერი თავდაყირა იქნება, მაგალითად, აშკარაა, რომ დისციპლინაში მოიკოჭლებენ, მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ პენალტებს დრეიერი დაარტყამს, ბურთთან კი ხვიჩა მიდის, რომელიც მას გოლად ვერ გარდასახავს, მეკარე დიუპინის თქმით კი, ქართველმა თერთმეტმეტრიანის გაფუჭების შემდეგ თამაში შეწყვიტა, თუ ეს ასეა, არასწორია, რადგან ჯერ მატჩი უნდა ჩაამთავრო, შემდეგ კი ინერვიულო.

არამგონია ჯერ-ჯერობით ლეონიდი მოხსნან, ამაზე ჭორიც კი არ დაძრულა, თუმცა ნებისმიერი მწვრთნელი ცუდი შედეგების დაფიქსირებისთანავე გადადგომისთვის მზად უნდა იყოს" - განაცხადა ალექსეიმ.

შეგახსენებთ, "რუბინი" რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩს 24 ოქტომბერს, "უფას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია TNV-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაგიჯერათ და შეიჭრა თმები, ხვალინდელ თამაშზე ვეღარ გააკრიტიკებთ თმების გამო :დ
მთელი საქართველოს სალაპარაკო გახდა მაგის თმები, რა გინდოდათ, უხდებოდა არადა :(
ეჰ ხვიჩა, ზედმეტად დამჯერი ბავშვი ყოფილხარ :დ
ადეკვატური გულშემატკივარი
16:21 23-10-2021
5
პროგნოზი: შემდეგ თამაშში ხვიჩა შორიდან გაიტანს 2 გოლს.
ქ. გ.
13:34 23-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული